close
ბიზნესიეკონომიკასაქართველოსოფლის მეურნეობა

მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

მეფუტკრეობის კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით კიდევ ერთი პროგრამა დაიწყო. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაზე რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე  11 ივნისს დაიწყო და 10 ივლისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივები 40 %-იანი თანადაფინანსებით მიიღებენ მისაბმელს სკების ტრანსპორტირებისათვის. ერთ მონაწილეს გადაეცემა არაუმეტეს ორი ერთეული მისაბმელი, თითოეული უზრუნველყოფს არანაკლებ 20 სკის (ერთ რიგად) ტრანსპორტირებას.

პროგრამა ხელს შეუწყობს მეფუტკრეობის კოოპერატივებს შეამცირონ ფუტკრის ოჯახების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დანახარჯები, აწარმოონ მრავალფეროვანი პროდუქცია, გაზარდონ წარმოებული თაფლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა 2015 წლიდან ხორციელდება. ჯამში 203 კოოპერატივს, მიღებული აქვს – 18,433 სკა. 51 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს – 112 000 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი, 48 კოოპერატივს -48 ერთეული თაფლის საწური ციბრუტი, ხოლო 22 კოოპერატივს – 22 ერთეული ფიჭის ასათლელი დანა.

ვრცლად პროგრამის შესახებ. 

ბმული რეგისტრაციისათვის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid