ძალიან მალე, მესენჯერის ახალი ფუნქციის წყალობით, შემთხვევით გაგზავნილი სიტყვების მობრუნება შეუძლებელი აღარ იქნება, ყოველ შემთხვევაში, ათი წუთის განმავლობაში მაინც.
აღნიშნული ფუნქცია iOS-ის ფლატფორმაზე არსებული Messenger-ის აპლიკაციის ახალ ვერსიაშია დაანონსებული.
ათი წუთი არც ისე ბევრია. შეგახსენებთ, რომ ფეისბუქი Whatsapp-ში არასწორად გაგზავნილი მესიჯების წაშლისთვის ერთ საათს გვაძლევს, მაგრამ მომხმარელები სავარაუდოდ, დროისსიმცირის მიუხედავად, კმაყოფილები იქნებიან.
გაგზავნილი მესიჯების წაშლის ფუნქციის შესახებ ინფორმაცია პირველად ჯერ კიდევ ოქტომბერში გავრცელდა.
წყარო: The Verge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
გაზიარება: