close
დედამიწაეკოლოგიაკვლევებისაქართველო

მესხეთის ქედზე 20-მდე ირემი ბინადრობს – უკანონო ნადირობის სტატისტიკა საგანგაშოდ გაიზარდა

2017 წელს სამეცნიერო–კვლევითმა ცენტრმა, მესხეთის ქედზე, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ირმისა და არჩვის პოპულაციების სწრაფი შეფასების სამუშაოები ჩაატარა. ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

კვლევამ აჩვენა, რომ ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებთან შედარებით, მესხეთის ქედზე ირმის სიმჭიდროვე 15-ჯერ უფრო დაბალია. სპეციალისტებმა მესხეთის ქედზე დაახლოებით 20 ირემი იპოვეს.  არჩვი კი იმდენად მცირერიცხოვანია, რომ მხოლოდ ორი ინდივიდის დანახვა იყო შესაძლებელი. 

კვლევა WWF Caucasus Office-ისა და Eco-Corridor Fund for the Caucasus-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. საველე სამუშაოებში, კვლევითი ცენტრის საველე ოფიცრებთან ერთად, მოხალისეებიც ჩაერთვნენ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, 2017 წელს უკანონო ნადირობის 143 შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როცა ამ რიცხვმა 2016 წელს 850 შეადგინა.

გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სტატისტიკა საგანგაშოა და ბრაკონიერებთან შეურიგებელ ბრძოლას აპირებენ. ხშირად ბრაკონიერები თავს ესხმიან რეინჯერებს, სასამართლო კი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლება. ცალკეულ შემთხვევებში იგეგმება სანქციების გამკაცრებაც.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid