close
ეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერები: ადამიანს ცოდნის გამყარება ძილში ხდება

შვეიცარიაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ტვინს აზრობრივი ასოციაციების ფორმირება ძილის დროსაც შეუძლია. ამის შესახებ ავსტრიული გამოცემა Kurier-ი იუწყება.

„ნასწავლი მასალის უკეთ დამახსოვრებას ძილი რომ ეხმარება, დიდი ხანია ცნობილია. მაგალითად, თუ საღამოს ისწავლით რამე მუსიკალურ ნაწარმოებს, მეორე დღეს მისი დაკვრა ინსტრუმენტზე უფრო ადვილი ხდება, თუმცა, აზრობრივი ასოციაციები რომ გაუაზრებლად ფორმირდება ღრმა ძილის დროს, ეს აღმოჩენაა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

ექსპერიმენტში 41-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ ძილის დროს ყურსასმენებით მოასმენინეს გამოგონილი სიტყვები გამოგონილი მნიშვნელობებით. მაგალითად ერთისთვის სიტყვისა და მისი მნიშვნელობის წყვილი ჟღერდა ასე – Guga ჩიტი, სხვისთვის კი – Guga სპილო. გაღვიძების შემდეგ მათ ჰკითხეს როგორი იყო Guga – დიდი, თუ პატარა.

„თუ წყვილის მეორე სიტყვა მათ ძილის განსაზღვრულ ფაზაში ჩაესმათ, გამოსაცდელთა 60% გაღვიძების შემდეგ სწორად პასუხობდა“, – ნათქვამია სტატიაში.

მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ძილის დროს ტვინის აქტიური ფაზები, როცა ყველა უჯრედი აქტიურია, ნახევარ წამს გრძელდება და მას პასიური ფაზა ენაცვლება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0