close
სოციოლოგია

მეცნიერები: ჩვენს წინაპრებს ჩვენზე ნაკლები ეძინათ

ახლახანს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჩვენს წინაპრებს დღის განმავლობაში ნაკლები ეძინათ, ვიდრე ჩვენ.

ამერიკელმა მკვლევარებმა შეისწავლეს აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ტრადიციული საზოგადოების იმ წევრების ძილის რეჟიმი, რომელთა ცხოვრების წესი ძალიან ახლოსაა უძველესი მონადირე- შემგროვებელი ადამიანების ცხოვრების წესთან.

ისინი დააკვირდნენ 98 ადამიანს 1,165 ღამის განმავლობაში, და აღმოჩნდა, რომ მათ ეძინათ საშუალოდ 6.5 საათი ღამეში.

შედარებისთვის, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ადამიანების უმრავლესობას აშშ-ში დაახლოებით შვიდი საათი ძინავთ.

ჟურნლ Current Biology-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ძილის სტილის ჩამოყალიბებაში სინათლეზე უფრო დიდ როლს ტემპერატურა თამაშობს.

თანამედრეოვე ცხოვრებას ხშირად ადანაშაულებენ ძილის რეჟიმის რღვევაში. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა,მიუხედავად იმისა, რომ უძველეს ადამიანებს არ ქონდათ ტელევიზორი, სმარტფონი თუ კომპიუტერი, მათ თანამედროვე ადამიანებზე ნაკლები ეძინათ.

მკვლევარებმა შეისწავლეს ტანზანიის ჰაზდის, ნამიბიის სანისა და ბოლივიის ციმანეს ჯგუფები. მათ გააგზავნეს მოხალისეები მაჯის საათებით, რომლებიც ძილის რეჟიმს აკონტროლებდნენ. აღმოჩნდა, რომ ამ სხვადასხვა ჯგუფის ხალხების ძილის დრო ერთნმანეთისგან არ განსხვავდებოდა.

„ეს გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ, რომ ძილის რეჟიმს განსაზღვრავს ადამიანის ბიოლოგია და არა მათი კონკრეტული სიტუაციები, რომელიც განსხვავებულია,“ – აცხადებენ მეცნიერები. მათი თქმით, ძილის საშუალო ხანგრძლივობა 6 საათი და 25 წუთი იყო და კვლევაში მონაწილე პირები ძალიან იშვიათად თვლემდნენ.

„ამ მონაცემების გაანალიზებისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ,“ – განაცხადა პროფესორმა დერკ იან დიჯკმა, რომელიც ძილის კვლევის ცენტრის წარმომადგენელია.

რაც არ უნდა გსასაკვირი იყოს, ბუნებრივ სინათლეს იმხელა გავლენა არ აქვს ძილზე, როგორც ამას მანამდე ფიქრობდნენ.  ადამიანის უმეტესობა მზის ჩასვლიდან 3.3 საათში იძინებდა. თუმცა ტემპერატურა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. მეცნიერების მტკიცებით, კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანს ძინავს ტემპერატურის დაცემის პერიოდში და იღვიძებს, როცა ტემპერატურა მაქსიმუმს აღწევს.მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტრადიციული საზოგადოებების წევრებს რეკომენდირებულ დროზე ნაკლები ეძინათ, ისინი დაღლილობას არ გრძნობნენ.

უძილობაც ასევე ძალზედ იშვიათი იყო – და ამ ჯგუფებიდან ორმა ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ იცოდა.

პროფესორმა დერკ იან დიჯკმა კვლევაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ ის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, თუმცა პროფესორი დიჯკი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ჩვენს წინაპრებს ჩვენზე ნაკლები ეძინათ. მისი თქმით, მონაცემების ინტერპრეტირებისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა.

მას მიაჩნია, რომ თანამედროვე ადამიანის ძილის რეჟიმზე გავლენას ახდენს სოციალური გრაფიკით, მათ შორის სამუშაო,  ბუნებრივი გარემო. „ჩვენი სოციალური გარემო გავლენას ახდენს თუ როდის ვწყვეტთ დასაძინებლად წასვლას თუ დილით გაღვიძებას.“

 

წყარო: BBC

 მასალა მოამზად: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0