close

პირველად მეცნიერების ისტორიაში, მკვლევარებმა მსოფლიოს ყველაზე მშრალი უდაბნო გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მის ნიადაგში შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა და, რაც მთავარია, იგივე შეიძლება ითქვას მარსის ნიადაგზეც.

მკვლევართა გუნდმა ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერის დირკ შულც-მაქუჩის ხელმძღვანელობით, სამხრეთ ამერიკაში მდებარე ატაკამას უდაბნო შეისწავლეს, სადაც  ათწლეულობის განმავლობაში ერთხელ წვიმს.

მეცნიერები დიდი ხანია იკვლევენ, ამ ჰიპერარდიულ გარემოში, რომელიც ძალიან ჰგავს მარსის ზედაპირს,  მიკრობები მუდმივად ცხოვრობენ, თუ მარტივად იხოცებიან.

კვლებაში, რომელიც Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა, შულც-მაკუჩი და მისი გუნდი აცხადებს, რომ ისეთ ჰიპერარიდულ გარემოშიც კი, როგორიც ატაკამაშია, მიკროორგანიზმების სიცოცხლისთვის საჭირო პირობები არსებობს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სპეციალიზებულ ბაქტერიებს ნიადაგში ცხოვრება შეუძლიათ, ისინი ათწლეულების მანძილზე ,,თვლემენ” და წვიმის დროს აქტიურდებიან და რეპროდუქცირდებიან.

,,ჩვენი კვლევა ამტკიცებს, რომ თუკი სიცოცხლის არსებობა დედამიწის ყველაზე მშრალ გარემო პირობებშიც შესაძლებელია, დიდი შანსია იმისა, რომ იგივე ხდებოდეს წითელ პლანეტაზეც.“

როდესაც შულც-მაკუჩი და მისი გუნდი 2015 წელს პირველად ჩავიდნენ ატაკამას უდაბნოში, წვიმდა. მეცნიერებმა კოკისპირული წვიმის შემდეგ ატაკამას ნიადაგში ბიოლოგიური აქტიურობა გამოავლინეს.

მათ გამოიყენეს სტერილური კოვზი და სხვა დელიკატური ხელსასწყოები, რათა ნიადაგის სხვადასხვა სიღრმიდან სინჯები აეღოთ და შემდეგ ჩაატარეს გენომური ანალიზი, რათა დაედგინათ მიკრობების სახეობები, რომლებიც ნიადაგში ხელახლა წარმოიშვნენ. მეცნიერებმა მიკრობული სიცოცხლის რამდენიმე ადგილობრივი სახეობა აღმოაჩინეს, რომლებიც მკაცრ პირობებში ცხოვრებას შეგუებული იყვნენ.

მეცნიერები უდაბნოში 2016 და 2017 წლებშიც ჩავიდნენ და ნახეს, რომ ის მიკროორგანიზმები, რომლებიც წვიმის დროს ცოცხალები იყვნენ, მშრალ გარემო პირობებში თანდათან იცვლებოდნენ და “მთვლემარე” მდგომარეობაში გადადიოდნენ.

,,დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მიკრობები მარსის მსგავს გარემო პირობებშიც ასეულობით და ათასეულობით წლის განმავლობაში ,,თვლემენ’, ხოლო წვიმის დროს სიცოცხლეს უბრუნდებიან,” – აცხადებენ კვლევის ავტორები.

წყარო: https://www.sciencedaily.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid