ჩვენი სამყაროს არსებობა შესაძლოა ისევე დამთავრდეს, როგორც დაიწყო: დიდი, მოულოდნელი აფეთქებით.
ამის შესახებ ჰარვარდის უნივერსიტეტის ფიზიკოსები ახლახან ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით იუწყებიან. მათ აღმოაჩინეს, რომ ჰიგსის ბოზონის დესტაბილიზაციამ (ნაწილაკები, რომლებიც ნებას რთავს მრავალ იდენტურ ნაწილაკს იმყოფებოდეს ერთი და იმავე ადგილას ერთი და იმავე კვანტურ მდგომარეობაში) შეიძლება გამოიწვიოს ენერგიის აფეთქება, რომელიც მოიცავს ყველაფერს სამყაროში და ფიზიკისა და ქიმიის კანონებს გადაატრიალებს.
სამეცნიერო ჟურნალ ,,Physical Review D-ში”, მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, სადაც დაანგარიშებულია სამყაროს დასასრულის თარიღი.
მათი მტკიცებით, ეს შესაძლოა 10139 წელიწადში, ან 10 მილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ ტრილიონ წლის შემდეგ მოხდეს.
ჰარვარდის უნივერსიტეტის ფიზიკოსები 95 პროცენტით დარწმუნებულები არიან, რომ სამყარო დღეიდან სულ ცოტა 1058 წელს იარსებებს.
ჰიგსის ბოზონი 2012 წელს დიდი ადრონული კოლაიდერით აღმოაჩინეს. ნაწილაკის მასა(ან ენერგია) 126 გიგაელექტრონვოლტს შეადგენს. მეცნიერების ნაწილი აცხადებს, რომ ბოზონის მასა სამყაროს არასტაბილურობასა და შორეულ მომავალში მის უეჭველ დაშლაზე მეტყველებს. დაშლა ახალ დიდ აფეთქებასთან იქნება დაკავშირებული, რომელიც ახლანდელ სამყაროს გაანადგურებს.
მეცნიერების ვარაუდით, კოლაფსი შესაძლოა სამყაროს სიღრმეში შავი ხვრელის ირგვლივ სივრცე-დროის გამრუდებამ გამოიწვიოს. სივრცე-დროის გამრუდება ფიზიკის კანონებს თავდაყირა აყენებს და ნაწილაკების უცნაურ ურთიერთქმედებას იწვევს. მეცნიერები აცხადებენ, რომ შესაძლოა, კოლაფსი უკვე დაწყებულია და ჩვენ ამის შესახებ არ ვიცით და არც შეგვიძლია გავიგოთ იმის გამო, რომ ჰიგსის ბოზონის ნაწილაკი ძალიან შორს მდებარეობს და მეცნიერებს ანალიზის ჩატარების შესაძლებლობა არ აქვთ.
წყარო: Sciencealert.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახლაგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“