,,იბუპროფენის” ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა სათესლე ჯირკვლების მიერ ტესტოსტერონის წარმოების პროცესის შეფერხება გამოიწვიოს.
აღნიშნულ დასკვნას მეცნიერები ახლახან ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით აკეთებენ. კვლევის თანახმად, აღნიშნული ტკივილგამამაყუჩებელი მედიკამენტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა ჰიპოგნადიზმი გამოიწვიოს. ეს გახლავთ მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია რეპროდუქციულ და ფიზიკურ დარღვევებთან.
მეცნიერთა დასკვნები ეფუძნება 18-დან 35 წლამდე ასაკის 31 მამრობით მონაწილეზე ჩატარებულ ექვსკვირიან კლინიკურ ექსპერიმენტს.
„კვლევის შედეგების თანახმად, ,,იბუპოფენის” ხანგრძლივი გამოყენება (რამდენიმე კვირის განმავლობაში) ტესტიკულარული უჯრედების მიერ ტესტოსტერონის წარმოებას აფერხებს,“ – აცხადებენ კვლევის ავტორები ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-თან საუბარში.
თუმცა ისინი აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგები ჯერ კიდევ საბოლოოდ დამტკიცებულია არაა და მათი დასკვნა არ ნიშნავს, რომ პაციენტებმა იბუპროფენის გამოყენება უნდა შეწყვიტონ.
„უბრალოდ, ყველამ, ვინც აღნიშნულ მედიკამენტს სამ დღეზე ხანგრძლივად ღებულობს, კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართოს,“ – აცხადებენ მეცნიერები.
კვლევაში მონაწილეობა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მიიღეს.
წყარო: http://www.independent.co.uk
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”