ორი იტალიელი ექსპერტი გეგმავს ლეონარდო და ვინჩის დნმ-ის შესწავლას თმის ღერიდან, რომელიც მხატვარს ეკუთვნოდა. თმის ღერი ნაპოვნი იყო აშშ-ში ერთ-ერთ კერძო კოლექციონერთან.
The Guardian -ის ცნობით, თმის ღერს აჩვენებენ ყველა მსურველს პირველად მუზეუმში Ideale Leonardo da Vinci, ქალაქ ვინჩიში, ტოსკანაში სადაც მხატვარი დაიბადა. გამოფენა 2019 წლის 2 მაისს გაიმართება, რომელიც მხატვრის გარდაცვალების 500 წელს ეძღვნება.
„ატლანტიკის ოკეანეს გაღმა ჩვენ ვიპოვეთ მხატვრის თმის ღერი. ეს საოცარი რელიქვია მოგვცემს საშუალებას, რომ გამოვიკვლიოთ ლეონარდო და ვინჩის დნმ-ი“ -განაცხადა მუზეუმის დირექტორმა ალესანდრო ვეცოსიმ.
2016 წელს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შეისწავლეს ლეონარდო და ვინჩის ძმის უწყვეტი საგვარეულო ხაზი. მათ აქვთ ბიომასალა და ახლა ლეონარდო და ვინჩის დნმ-ს შეადარებენ. ასევე შეადარებენ მის საფლავში აღმოჩენილ ნარჩენებს.
დნმ-ის შესწავლის მიზანი ლეონარდო და ვინჩის წინაპრების აღმოჩენაა.