პენსილვანიის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მელოტ მამაკაცს გარშემომყოფები უფრო დომინანტურ და წარმატებულ პიროვნებებად მიიჩნევენ.
ამერიკელმა მეცნიერმა – ალბერტ მანსმა, რომელიც თავადაც მელოტია, 2012 წელს კვლევა ჩაატარა. მას სურდა, გაერკვია, თუ როგორ რეაგირებს ხალხი თავგადაპარსულ მამაკაცებზე და ამ მიზნით მათ სხვადასხვა ფოტოებს აჩვენებდა.
თითოეულ სუბიექტს ერთსა და იმავე ფოტოს ორჯერ აჩვენებდნენ, ერთ ფოტოზე იყო მამაკაცი, რომლის თავი თმით იყო დაფარული და მეორე ფოტოზე კი – იგივე მამაკაცი გადაპარსული თმით. სუბიექტების განცხადებით, ისინი ფიქრობდნენ, რომ მელოტი მამაკაცები უფრო დიდები, დომინანტურები და ძლიერები იყვნენ.
ერთი საინტერესო დეტალი: ისინი დროებით უთმოები უნდა ყოფილიყვნენ. თმის ცვენით გამოწვეული სიმელოტე ნაკლებ მიმზიდველად მიიჩნეოდა.
ტექნოლოგიური მეწარმე – სეზ გოდინი, უკვე 20 წელია მელოტია. იგი შეეცადა აეხსნა, თუ რატომ განიხილებიან მელოტი მამაკაცები, როგორც უფრო დომინანტურები. ,,მე არ ვამბობ, რომ თავის გადაპარსვა უფრო წარმატებულს გხდით, მაგრამ იგი იწყებს საუბარს, იმის შესახებ, რომ თქვენ რაღაც მნიშვნელოვანი გაქვთ გაკეთებული,” – აცხადებს გოდინი.
მელოტი მამაკაცები არა მხოლოდ უფრო ძლიერებად, არამედ უფრო ჭკვიანებადაც განიხილებიან. ზაარლანდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის, როლანდ ჰენსის მიერ ჩატარებულმა გლობალურმა კვლევამ, რომელშიც 20.000-ზე მეტი სუბიექტი იყო ჩართული, აჩვენა, რომ მელოტი მამაკაცები მიიჩნევიან უფრო ასაკოვნებად, ჭკვიანებად და ბრძენებად.
დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ მელოტი მამაკაცები სქესობრივად უფრო ძლიერები იყვნენ, რადგან თმის ცვენა ტესტოსტერონების დონესთან კორელირებს. თუმცა ეს ასე არაა. თმის ცვენა გამოწვეულია არა ტესტოსტერონებისგან, არამედ ჰორმონ DHT-გან. ეს ჰორმონი ტესტოსტერონებისგან წარმოიქმნება, მაგრამ ის მხოლოდ და მხოლოდ თმის ფოლეკულებზე ახდენს გავლენას და არა სხეულის სხვა ნაწილზე.
თუმცა, ძვირფასო მელოტებო, გულს ნუ გაიტეხთ, ბევრ ადამიან კვლავ სჯერა, რომ მელოტი მამაკაცები უფრო ძლიერები არიან. ეს გახლავთ შეხედულება, რომელსაც თავიანთი ვარცხნილობის სტილით ამყარებენ ისეთი აღიარებული სექსსიმბოლოები, როგორებიც არიან: ჯეისონ სტეტჰამი, ბრიუს უილისი და მაიკლ ჯორდანი.
წყარო: http://www.businessinsider.de/
მასალა მოამზადა:თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”