ჯგუფმა, რომელიც ამერიკელი, გერმანელი და ფრანგი მეცნიერებისგან არის დაკომპლექტებული, შენიშნა, რომ ყველაზე სახიფათო აისბერგი Thwaites-ი უფრო სწრაფად დნება, ვიდრე აქამდე. მარტო მისი დადნობაც კი საკმარისია, რომ მთელ მსოფლიოში ზღვის დონემ მოიმატოს. მკვლევარების სტატია ჟურნალმა Science Advances-მა გამოაქვეყნა.
ამ დროისთვის Thwaites-ი, ისევე როგორც სხვა ორი აისბერგი – „პან აილენდი“ და „სმიტი“ – ზომაში მცირდება. ამ სამი აისბერგის დნობის გამო, ზღვის დონე წელიწადში 0,24 მილიმეტრით იწევს, საფარის სრული კოლაფსის შედეგი კი, რომელიც დაახლოებით 200-1000 წელში მოხდება, ზღვის დონის 3,3 მეტრით მომატებაა.
ამავდროულად, უფრო და უფრო მეტი დამდასტურებელი ფაქტი ვლინდება იმისა, რომ აისბერგის დნობა, გლობალური დათბობის გამო, ყოველწლიურად ჩქარდება.
გაზიარება: