მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ საფლავი, რომელშიც იესო ქრისტე დაკრძლეს, გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ.
National Geographic-ი იუწყება, რომ იერუსალიმის აღდგომის ტაძარში, კირქვის მღვიმეში მოთავსებულ ნაშთზე ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა, რომ საფლავი დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის 345 წლით თარიღდება.
გამოდის, რომ გამოქვაბული 1 700 წლისაა. მეცნიერებმა ნაშთების ქიმიკალების ანალიზი განახორციელეს, რათა გაერკვიათ, უკანასკნელად როდის ნახა მან მზის სინათლე.
წინა არქიტექტურული მტკიცებულებების თანახმად კი – მღვიმე მხოლოდ 1000 წლისაა.
მიიჩნევენ, რომ აკლდამა იესოს ჯვარცმის, დაკრძალვისა და მკვდრეთით აღდგომის ადგილია ანუ როგორც ბიბლიაშია აღნიშნული, გოლგოთაა. შარშანდელმა არქეოლოგიური კვლევამ აჩვენა, რომ საფლავი არასდროს გადაუადგილებიათ.
ახალი აღთქმის თანახმად, იესო ახ.წ. აღრიცხვით 30-33 წელს გარდაიცვალა, ისტორიული ცნობების თანახმად, საფლავი რომაელების მიერ ახ.წ. აღრიცხვით 326 წლიდანაა დაცული. ეს თარიღი ემთხვევა კონსტანტინე I-ის მმართელობის პერიოდს, რომელმაც ქრისტიანობა იმპერიის ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა.
საფლავი სრულიად განადგურდა და შემდგომში აღადგინეს 1009 წელს, რამაც ისტორიკოსებს გაუჩინეს ეჭვი იმის შესახებ, რომ აღდგომის ტაძარი ქრისტეს საფლავის ის ადგილია, რომელიც რომაელებმა აღმოაჩინეს.
თუმცა, ათენის ეროვნულ ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული უახლესი სამეცნიერო ტესტები სხვაგვარ მოსაზრებას გვთავაზობს.
მკვლევარებმა ოპტიკურად სტიმულირებული ლუმინესცენციის ტექნოლოგია გამოიყენეს, რომელიც განსაზღვრავს, რა მოსდის საფლავის კირდუღაბის სინჯებში განთავსებული კვარცის ნალექს სინათლეზე.
საფლავი პირველად სახალხოდ შარშან ოქტომბერში, სარესტავრაციო სამუშაოების დროს გახსნეს. არქეოლოგებმა ქრისტეს სამარხს მარმარილოს ფილა ახადეს. კლდეში ნაკვეთ საფლავს მარმარილოს ფილა (ზომა 200×80 სმ, სისქე 60 სმ) XVI საუკუნეში დააფარეს, რათა ის მომლოცველებისგან დაეცვათ, რომლებიც სიწმინდეს ნაწილებს ატეხდნენ.
ცხრათვიანი სარესტავრაციო პროექტი 4 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.
ზოგიერთი მკვლევარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგიურად შეუძლებელია იმის თქმა, რომ საფლავი ეკუთვნოდა იესო ნაზარეველს, აღდგომის ტაძარი არის ქრისტეს დაკრძალვის საყოველთაოდ ცნობილი ადგილი.
,,ჩვენ შესაძლოა აბსოლუტურად დარწმუნებული არ ვიყოთ იმაში, რომ აღდგომის ტაძარი არის ადგილი, სადაც იესო ქრისტე დაკრძალეს, თუმცა, არ გვაქვს სხვა ადგილი, რომელსაც უფრო წონადი პრეტენზიის წამოყენება შეუძლია,” – აცხადებს იერუსალიმის ყოფილი ქალაქის არქიტექტორი დენ ბაჰატი.
წყარო: http://www.sciencealert.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”