close
კატეგორიის გარეშე

მეცნიერები საუკეთესო ლუდის შექმნაზე მუშაობენ

ბელგიელი მეცნიერები საუკეთესო გემოსა და თვისებების ლუდის შესაქმნელად მუშაობენ.

როგორც ცნობილია, ბელგიაში უამრავი სახეობის ლუდს აწარმოებენ, მაგრამ ლუდის სახეობების მრავალფეროვნება არაფერია ლუდის წარმოებისთვის გამოყენებული საფუარის ნაირსახეობასთან შედარებით.

მეცნიერებმა, სრულყოფილი ლუდის სრულყოფილი ინგრედიენტის მოძიების მიზნით, ერთ-ერთ ლაბორატორიაში დაახლოებით 30, 000 სახეობის ლუდის საფუარი მოათავსეს.

ლუვენის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების კვლევის ინსტიტუტმა საფუარების შტამების შეჯვარება დაიწყეს.

,,საფუარის შტამების შესაჯვარებლად რობოტებს ვიყენებთ. მილიონობით სახეობის შტამი მივიღეთ და ვაწარმოებთ მათ დატესტვას საუკეთესოს გამოსავლენად,” – აცხადებენ მეცნიერები.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ლუდის გემოსა და არომატის ქიმიური და სელექციური საფუძვლის ანალიზის საშუალებით ისინი საფუარის შეჯვარებას ახედენენ, რაც საუკეთესო თვისებების ლუდის შექმნას შეუწყობს ხელს.

აღნიშნული მკვლევარების გუნდის განცხადებით, მათი მიზანი 250-მდე კომერციულად ხელმისაწვდომი ბელგიური ლუდის „სამეცნიერო რუკის“ შექმნაა, რომელიც მომხმარებელს სასურველ ლუდზე არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ მათმა მუშაობამ კომერციული მელუდეების ყურადღებაც მიიპყრო, რომლებსაც თავიანთ რეცეპტებში გარკვეული არომატის მოშორების ან დუღილის პროცესის დაჩქარების სურვილი აქვთ.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0