close
ეს საინტერესოამედიცინა

მეცნიერები: ვიტამინებისა და მინერალების დანამატების უმრავლესობა უსარგებლოა

ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფი აცხადებს, რომ ვიტამინებისა და მინერალების დანამატების უმრავლესობა, ძირითადად, უსარგებლოა.

2012-2017 წლების მონაცემები და კვლევები ცხადყოფს, რომ ბევრი პოპულარული მულტივიტამინი, მათ შორის ვიტამინი C, ვიტამინი D და კალციუმის დანამატები, ადამიანების ჯანმრთელობაზე რეალურ ზეგავლენას ვერ ახდენენ და მათი მიღება კარდიოვასკულური დაავადების, გულის შეტევის, ინსულტისა და ნაადრევი სიკვდილის რისკს არ ამცირებენ.

ამერიკელმა მეცნიერებმა ჟურნალ ,,American College of Cardiology-ში” კვლევა გამოაქვეყნეს, სადაც აცხადებენ, რომ ისეთი მულტივიტამინების მიღება, როგორიცაა ვიტამინი C, ვიტამინი D და კალციუმის დანამატები ადამიანს არ ვნებს, თუმცა არც ცალსახა სარგებელი აქვს.

იმავე კვლევის თანახმად, არსებობს სასარგებლო დანამატებიც, მათ შორის – ფოლის მჟავა და B ვიტამინები ფოლის მჟავით, რომელიც კარდიოვასკულური დაავადებისა და ინსულტის რისკს ამცირებს.  თუმცა, ნიკოტინის მჟავა (ვიტამინ B3-ის ფორმა) და ანტიოქსიდები დაკავშირებულია სიკვდილის მაღალ რისკთან. მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს რისკი გამოწვეულია იმით, რომ ნიკოტინის მჟავა ზეგავლენას ახდენს სისხლში შაქრის დონეზე, ან იმით, რომ ანტიოქსიდების დიდი დოზით მიღება საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა განიხილეს ვიტამინები: B1, B2, B3 (ნიკოტინის მჟავა), B6, B9 (ფოლიუმის მჟავა), C, D და E, ასევე – კაროტინი, კალციუმი, რკინა, თუთია, მაგნიუმი და სელენი. მათ აღმოაჩინეს, რომ გაციების შესამცირებლად ეფექტურია რკინა, რასაც აქამდე ადამიანების C ვიტამინზე ფიქრობდნენ. ვიტამინ D-ს მიღება საკვებიდან რთულია, საკვები დანამატის სახით მისი მიღება შესაძლოა ეფექტური იყოს.

კვლევის ავტორი მეცნიერები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ გამოიჩინონ სიფრთხილე ვიტამინებისა და მინერალების დანამატების მიღების დროს.

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid