close
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მეცნიერების მტკიცებით, ბავშვის გაჩენა კვერცხუჯრედის გარეშე იქნება შესაძლებელი

მეცნიერები აცხადებენ, რომ შესაძლოა, დადგეს დრო, როცა ბავშვები საკვერცხეების გარეშე გაჩნდებიან. 
,,Nature Communications-ში”  გამოქვეყნებული დასკვნების თანახმად, შესაძლოა შორეულ მომავალში ბავშვის ჩასახვისა და გაჩენის პროცესში ქალი საჭირო აღარ იყოს. 
დედ-მამის დასასრული?
University of Bath-ის  მეცნიერებმა ექსპერიმენტი გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედით დაიწყეს.
მათ ფსევდოემბრიონის შესაქმნელად ქიმიკატები გამოიყენეს.

ამ ,,ყალბ” ემბრიონებს დნმ-ის დაყოფისა და კონტროლის თვალსაზრისით ბევრი საერთო ჰქონდათ ჩვეულებრივ უჯრედებთან, როგორიცაა – კანის უჯრედები.
მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ თუ თაგვის ფსევდოემბრიონებში სპერმას შეიყვანდნენ, ჯანრთელ ნაყოფს მიიღებდნენ, შესაბამისად, იმავე შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა ადამიანებშიც.
თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ამ გზით დაორსულების შანსი ოთხიდან ერთი იყო. 
„კაცობრიობის ისტორიაში პირველად გახდა შესაძლებელი იმის დემონსტრირება, რომ სპერმისა და სხვა რამის (და არა სპერმისა და კვერცხუჯრედის)  კომბინაციის შედეგად ნაყოფის მიღებაა შესაძლებელი,“ – განუცხადა ერთ-ერთმა მეცნიერმა – ტონი პერიმ  BBC News.
აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტების შედეგად დაბადებული თაგვები სრულიად ჯანმრთელები იყვნენ, ჰქონდათ სიცოცხლის ნორმალური ხანგრძლივობა და ჯანმრთელი შთამომავლები.
განაყოფიერება
მეცნიერების მიზანი განაყოფიერების ზუსტი მექანიზმის დადგენაა, რადგან ის, რაც სპერმისა და კვერცხუჯრედის შერწყმისას ხდება, ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება. 
მაგალითად, კვერცხუჯრედი მთლიანად „ხდის“ სპერმას ქიმიურ ტანსაცმელს და ხელახლა „მოსავს“ მას, რის შედეგადაც სპერმა წყვეტს სპერმის ფუნქციებს და იწყებებს მოქმედებას ისე, როგორც ემბრიონი. თუმცა ის, თუ როგორ ხდება „კოსტიუმების გაცვლის“ პროცესი, ჯერჯერობით, ამოუცნობია. 
კვერცხუჯრედის ფუნქციის გაუქმებამ შესაძლოა საზოგადოებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს. მაგალითად: ორ მამაკაცს, ერთერთის სპერმისა და მეორეს ჩვეულებრივი უჯრედის გამოყენების შედეგად, საერთო შვილი ჰყავდეთ. 
მიმდინარე წლის დასაწყისში ჩინელი მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედებისგან მიღებული სპერმით კვერცხუჯრედი გაანაყოფიერეს და ჯანმრთელი თაგვის ნაშიერი მიიღეს.
დოქტორი პერის განცხადებით, ამ ორი კვლევის შედეგების გაერთიანების შედეგად შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მომავალში ნაყოფის მისაღებად არც სპერმა და არც კვერცხუჯრედი გახდება საჭირო.

წყარო:
BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid