ფოტო: Facebook
გერმანელმა მეცნიერებმა ადამიანის ძვალში წვრილი სისხლძარღვების აქამდე უცნობი ქსელი აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა შესაძლებლობას იძლევა აიხსნას, ძვლის ტვინის ინექციის დროს, როგორ ნაწილდება პრეპარატი მთელ ორგანიზმში. ინფორმაციას Science Alert-ი ავრცელებს.
მეცნიერების თქმით ამ არხებს ტრანსკორტიკალურს უწოდებენ, რომლებიც სისხლს და იმუნურ ქსოვილებს სხეულის ყველა ნაწილთან მიღწევაში უწყობენ ხელს.
ხშირად, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად ომის დროს ექიმები როცა ვენას ვერ პოულობენ, ინექციას ძვალში აკეთებენ. ცნობილია, რომ ამ მეთოდს ბევრი დაჭრილის სიცოცხლე გადაურჩენია. თუმცა, მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი ანატომიური სტრუქტურის შესახებ, რომლის არსებობის გამო ეს მეთოდი ასეთი ეფექტურია
გაზიარება: