დიდმა ადრონულმა კოლაიდერმა ახალი სუბატომური ნაწილაკები აღმოაჩინა, რომელიც შესაძლოა მეცნიერებს იმის ახსნაში დაეხმაროს, თუ როგორ ნარჩუნდება ნაწილაკების ერთობლიობა ატომის ცენტრში.
ნაწილაკების ე.წ. Omega-c baryon-ის განსხვავებული ფორმებია, რომლის არსებობაც 1994 წელს დადასტურდა.
ფიზიკოსებს ნაწილაკების სხვადასხვა ტიპის არსებობის ყოველთვის სჯეროდათ, თუმცა დღემდე მისი აღმოჩენა ვერ მოახერხეს.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი აღმოჩენა ნათელს მოჰფენს „ძლიერი ძალის“ მოქმედებას, რომელიც ატომის შიგნით წებოს ფუნქციას ასრულებს.
ატომების ცენტრები ნეიტრონებისა და პროტონების სახელით ცნობილი ნაწილაკებისგან შედგება, რომლებიც, თავის მხრივ, უმცირესი ნაწილაკებისგან – კვარკებისგან შედგება.
ნეიტრონებს და პროტონებს ეწოდება ,,ზედა” და ,,ქვედა”. ეს კვარკები ერთობლიობას ძლიერი ბირთვული ძალის საშუალებით ინარჩუნებენ. ფიზიკოსება აქვთ Quantum Chromodynamics-ის თეორია იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ძლიერი ბირთვული ძალა, თუმცა მისი გამოყენებით პროგნოზის გაკეთება რთულ გამოთვლებს მოითხოვს.
Omega-c baryon ნაწილაკების იმავე ოჯახს ეკუთვნის, რომელსაც ნეიტრონები და პროტონები, თუმცა ის უფრო ეგზოტიკურ „ბიძაშვილად“ შიძლება მივიჩნიოთ, ისიც კვარკებისგან შედგება, რომლებსაც „შარმს“ (Charm) და „უცხოს“ (Strange) უწოდებენ, ისინი ,,ზედა” და ,,ქვედა” კვარკების შედარებით მძიმე ვერსიებია.
Omega-c აღმოჩენის შემდეგ მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მათი შედარებით მძიმე ვერსიებიც არსებობდნენ. ახლა ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (ცერნი) ფიზიკოსებმა უკვე აღმოაჩინეს ისინი და მიაჩნიათ, რომ მათი დახმარებით ძლიერი ბირთვული ძალის შესახებ მეტს შეიტყობენ.
წყარო: http://www.bbc.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”