close
მედიცინა

მეცნიერებმა ბიონიკური მკლავი შექმნეს, რომელიც პაციენტის აზრების საშუალებით კონტროლდება

მეცნიერებმა ბიონიკური მკლავი შექმნეს, რომელიც პაციენტის აზრების საშუალებით კონტროლდება.

აქამდე არსებული პროთეზირებული მკლავები პაციენტის დაზიანებული მკლავის დარჩენილი ნაწილის კუნთების მოძრაობაზეა დამოკიდებული.

თუმცა, იმის გამო, რომ კუნთები დაზიანებულია, ამპუტირებული კიდურის მქონე ადამიანს მხოლოდ შეზღუდული მოძრაობების განხორციელება შეუძლია.

მოძრაობის შეზღუდული შესძლებლობა გახლავთ მიზეზი იმისა, რომ ასეთი ადამიანების დაახლოებით ნახევარი ელექტრონულ მკლავზე უარს აცხადებს.

თუმცა სპინური ნერვების კუნთების დაუზიანებელ ნაწილთან ან  ორთავა კუნთთან დაკავშირებით, პაციენტებს მოძრაობის გაცილებით ფართო შესაძლებლობები მიეცათ.  მაგალითად: ხელის გაშლა და დახურვა, მაჯის მოძრაობა და მკლავის მაღლა აწევა და დაბლა დაწევა.

ახალი პროთეზი  შემდეგნაირად კონტროლდება: როდესაც ამპუტირებული კიდურის მქონე ადამიანს ამა თუ იმ მოძრაობის განორციელება სურს, სიგნალები სპინური ნერვებიდან კუნთებს გადაეცემა.  კანის ზედაპირზე განთავსებული ელექტრონული სენსორები სიგნალებს იჭერს და რობოტულ მკლავს ამოძრავებს.

აღნიშნული ტექნოლოგიის ავტორები აცხადებენ, რომ მკლავის ამპუტაციისას ნერვული ბოჭკოები და კუნთებიც წყდება, რაც იმას ნიშნავს, რომ  პროთეზის ასამუშავებლად მათგან აზრიანი სიგნალების მიღება ძალიან რთულია. „ჩვენ შევეცადეთ, ახალი მიდგომა დაგვენერგა: აქცენტი კუნთებიდან ნერვულ სისტემაზე გადაგვეტანა.“

,,ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ტექნოლოგიას სიგნალების უფრო გასაგებად აღმოჩენა და დეკოდირება შეუძლია,“- აცხადებენ ბიონიკური მკლავის შემქმნელები.

მკვლევარებმა ვენის უნივერსიტეტში ლაბორატორიული ექსპერიმენტები ჩაატარეს. მასში მონაწილება ექვსმა მოხალისემ მიიღო.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid