მეცნიერებმა დაბერების საწინააღმდეგო მედიკამენტი შექმნეს, რომლის ეფექტურობა თაგვებში უკვე დადასტურდა. მედიკამენტის ადამიანებზე დატესტვა წლის ბოლოსთვის იგეგმება.
მკვლევარებმა უჯრედოვანი მექანიზმი აღმოაჩინეს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს თაგვების დნმ-ში დაბერების პროცესი შეაჩერონ და ის მომავალი დაზიანებისგან დაიცვას.
ხანდაზმული თაგვებისთვის გარკვეული ნარევის მიცემით, მათ დნმ-ის აღდგენის პროცესი გაააქტიურეს და არა მხოლოდ მომავალი დაზიანებისგან დაიცვეს, არამედ არსებული სიბერის ეფექტიც გამოასწორეს.
მეცნიერები მზად არიან, მეთოდი ექვს თვეში ადამიანებზეც დატესტონ.
„მკურნალობის დაწყებიდან ერთ კვირაში მოხუცი თაგვების უჯრედები ახალგაზრდებისგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდა,. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცდების წარმატებით გაგრძელების შემთხვევაში უსაფრთხო და ეფექტური ანტიასაკობრივი პრეპარატის ბაზარზე გამოჩებამდე მხოლოდ 3-5 წელი დარჩა,“ – განაცხადა ავსტრალიის ახალი სამხრეთი უელსის უნივერსიტეტის მეცნიერმა – დევიდ სინკლიერმა.
სინკლიკმა და მისმა გუნდმა 2013 წელს განაცხადეს, რომ ახალგაზრდა თაგვების უჯრედები ნაერთ nicotinaminde adenine dinucleotide-ის (NAD +) უფრო მეტ რაოდენობას შეიცავდა, ვიდრე ხანდაზმულები. თუმცა, როცა ასაკიან თაგვებს NAD+ მისცეს, ისინი გაახალგაზრდავდნენ. იმისთვის, რომ ესა თუ ის მკურნალობის მეთოდი დანერგო, არაა საკმარიხი მხოლოდ იმის ცოდნა, თუ რა შედეგი აქვს მას, მთავარია ვიცოდეთ ისიც, თუ როგორ მუშაობს ის.
სინკლიკმა და მისმა გუნდმა ახალი კვლევა გაავრცელეს, სადაც დეტალურადაა აღწერილი ის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც NAD+ დნმ-ს დაბერებისა და რადიაციისგან იცავს.
როგორ მუშაობს ის? როცა ვიბადებით, ყველა ჩვენ უჯრედს დნმ-ის დაზიანების აღდგენის უნარი აქვს, რომელიც უჯრედების დაყოფის დროს, ან მაშინ, როცა მზეზე გავდივართ, მუდმივად ხდება. თუმცა, როცა ასაკი გვემატება, ამ დაზიანებების აღდგენის უნარიც გვიქვეითდება და უჯრედები ბერდება.
მკვლევარების მიერ ახლახან წარმოდგენილი კვლევა აჩვენებს, რომ დაზიანებები იკლებს დნმ-ის აღმდგენი ნაერთის საშუალებით, რომელსაც PARP1-ს უწოდებენ.
როცა უჯრედში დიდი რაოდენობით NAD+-ია, PARP1 თავის საქმეს აკეთებს და დნმ-ს ჯანრთელობას უნარჩუნებს, ხოლო როცა ასაკთან ერთად NAD+ იკლებს, დასუსტებას იწყებს PARP1-იც და დაზიანება იმატებს.
უჯრედების ამ მექანიზმის გამოყენებით სინკლიკმა და მისმა გუნდმა მედიკამენტი შექმნეს, რომელიც NAD+-ის წინამორბედს ნიკოტინამიდის მონონუკლეოტიდის (NMN nicotinamide mononucleotide) შეიცავს.
მედიკამენტის ადამიანებზე დატესტვა წლის ბოლოსთვის იგეგმება. მკვლევარები არა მედიკამენტის ეფექტურობას არა მხოლოდ დაბერებაზე დატესტავენ, არამედ დნმ-ის ნებისმიერი სახის დაზიანებაზე.
მეცნიერთა აღნიშნული გუნდი „ნასასთან“ თანამშრომლობს. ფიქრობენ, რომ მარსზე დაგეგმილი 4-წლიანი მისიის დროს NMN ასტრონავტებს კოსმოსური რადიაციისგან დაიცავს. აღსანიშნავია, რომ მისიის დროს მოსალოდნელია ასტორნავტების უჯრედების 5 პროცენტის სიკვდილი, ხოლო მათი კიბოთი დაავადების რისკი 100 პროცენტია.
წყარო: http://www.sciencealert.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”