close
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

მეცნიერებმა დედამიწიდან უცნობი ობიექტი აღმოაჩინეს

ამერიკელმა კოსმოსურმა მეცნიერებმა დედამიწიდან პირველი ვარსკვლავთშორისი ვიზიტორი აღმოაჩინეს. ობიექტი პატარა ასტეროიდი ან კომეტაა, რომელმაც ჩვენს მზის სისტემაზე გაიარა.

უცნობი ობიექტი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ A / 2017 U1-ის სახელითაა ცნობილი, ჰავაის უნივერსიტეტში დახვეწილი ტელესკოპის სისტემით დაახლოებით ერთი თვის წინ აღმოაჩინეს.

,,ჩვენ ათწლეულების მანძილზე ველოდებოდით ამ დღეებს”, – განაცხადა დედამიწის ობიექტის კვლევების ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის ცენტრის მენეჯერმა – პაულ ჩოდამ.

„დიდი ხანია არსებობს თეორია, რომ ასეთი ობიექტები არსებობს – ასტეროიდები ან კომეტები, რომლებიც გადაადგილდებიან ვარსკვლავებს შორის და ზოგჯერ ჩვენი მზის სისტემის გავლით მოძრაობენ- ეს არის პირველი ასეთი გამოვლენა”, – განაცხადა ჩოდასმა.

400 მეტრი დიამეტრის მქონე მასიური ობიექტი თანავარსკვლავედ ჩანგის მიმართულებიდან საკმაოდ სწრაფად მოძრაობდა, ელიფტიკური წრის ზემოთ, სადაც პლანეტები და სხვა ასტეროიდები მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობენ.

უახლოესი მანძილი, რითაც ობიექტი დედამიწას მოუახლოვდა დაახლოებით 15 მილიონი მილი იყო, რაც 14 ოქტომბერს აღმოაჩინეს.

„შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს ობიექტი მზის სისტემის მიღმა მიემგზავრება და უკან არ დაბრუნდება”, – განაცხადა „ნასას“ წარმომადგენელმა – დევიდ ფარნოჩიჩმა. ასტრონომები A / 2017 U1- ს ტელესკოპებით გამუდმებით აკვირდებოდნენ იმ იმედით, რომ მონაცემებს ობიექტის ვარსკვლავთშორისო წარმოშობას დაადგენდნენ და მის შემადგენლობას შეისწავლიდნენ.

თუ ობიექტს ოფიციალურად აღიარებენ, როგორც მსგავსი სახეობის დედამიწიდან დაფიქსირებულ პირველ წამრომადგენელს, მას სახელს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი შეურჩევს.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid