ახლა მეცნიერებს შეუძლიათ განსაზღვრონ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის ხანგძლივობა მისი დნმ-ის ანალიზის მეშვეობით. საერთაშორისო კვლევითმა ჯგუფმა შეისწავლა ქიმიური რეაქციის ინტერპრეტაცია, რომელიც ადამიანის სხეულში მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღმოაჩინეს „ბიოლოგიური საათი“ , რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს ინდივიდის სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზირებაში.
როგორც ჩანს, ასაკი არ არის მხოლოდ განვლილი წლების რაოდენობა. ჩვეულებრივი ასაკი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც ბიოლოგიური ასაკი, რომელიც დნმ-ის მიხედვით დაითვლება. იმისათვის, რომ გამოვთვალოთ ადამიანის „ბიოლოგიური საათი“, მკვლევარებმა შეადარეს მოხალისეების ფაქტობრივი ასაკი იმას, რაც ასახულა დნმ-ში.
როგორც სამეცნიერო ვებ-გვერდ„Science Blog”-ზე დაყრდნობით გავრცელდა, მეცნიერები მივიდნენ დასვკნამდე, რომ ადამიანები, რომელთა ბიოლოგიური ასაკი აღმოჩნდა უფრო მეტი ვიდრე ფაქტობრივი ასაკი, მოკვდებიან შედარებით მალე, ვიდრე ისინი, რომელთა ასაკებიც ერთმანეთს ემთხვევა. ეს პროცესი განმეორდა 4 ცალკეულ კვლევაში. კვლევის შედეგები მიიღეს 14 წლის განმავლობაში 5000 ადამიანის შესწავლით.
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევართა ცნობით – ოთხმა კვლევამ იდენტური კავშირი აჩვენა ბიოლოგიურ და ფაქტობრივ ასაკს შორის.
რა ვიცით სიცოცხლის ხანგძლივობაზე
2005 წელს 115 წლის ასაკში გარდაიცვალა პლანეტის უძველესი მკვიდრი ჰენდრიკ ვან ადენ-სხიპპერი. ნიდერლანდელმა თავისი სხეული მეცნიერებას აჩუქა. მისმა სისხლის ანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანის სიცოცხლის ხანგძლივობა დამოკიდებულია ღეროვან უჯრედებზედა მათი თვითგანახლების უნარზე.
მეცნიერები გაოცდნენ იმით, რომ ქალის სხეულში სისხლის თეთრი უჯრედები გამოჩნდნენ მხოლოდ ორი ღეროვანი უჯრედისგან. ამის საფუძვლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველა ან თითქმის ყველა სისხლის ღეროვანი უჯრედები მოკვდა. აღმოჩნდა, რომ ტელომერები სისხლის თეთრ უჯრედებში გაცვეთილი, ხოლო მათი სიგრძე კი ძალიან მოკლე იყო, რომელიც პირდაპირ მოქმედებს უჯრედების სიცოცხლის ხანგძლივობაზე. ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა სტენფორდის უნივერსიტეტიდან განაცხადეს, რომ ტელომერის დრეკადობის გაზრდის უსაფრთხო საშუალება უკვე წარმოდგენილია.
იყო ვარაუდი, რომ გამდიდრებული სისხლის ღეროვანი უჯრედებით შესაძლებელია სიცოცხლის ხანგძლივობის გაზრდა.
ბოლო დროს ჩატარებულმა სიცოცხლის ხანგძივობის შესახებ კვლევამ აჩვენა, რომ ალელი, რომლის მატარებელიცაა ყოველი მეხუთე ადამიანი, პასუხისმგებელია ტვინზე, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს. აგრეთვე გენეტიკური ვარიაცია ასევე დამოკიდებულია სიცოცხლის ხანგძლივობაზე.
წყარო: Science Blog