close
მედიცინა

მეცნიერებმა ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო ახალი ეფექტური მედიკამენტი შექმნეს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სისხლის მაღალი წნევის მკურნალობა მედიკამენტით, რომელიც ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო ოთხ მედიკამენტს აერთიანებს, ორჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე მკურნალობის არსებული მეთოდები.

ყველა პაციენტს, რომელმაც კვლევის ფარგლებში მედიკამენტი „ოთხი ერთში“ -quadpill მიიღო, ერთ თვეში სისხლის წნევა დაურეგულირდა.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ ,,Lancet-ში” გამოქვეყნდა.

ჰიპერტენზია ანუ სისხლის მაღალი წნევა,  „ჩუმი მკვლელის“ სახელწოდებით ცნობილი პათოლოგიაა, რომელიც ზრდის ისეთი სერიოზული პრობლემების განვითარების რისკს, როგორებიცაა – გულის დაავადება, გულის შეტევა, ინსულტი, გულის უკმარისობა (heart failure), პერიფერიული არტერიების დაავადება (peripheral arterial disease), აორტის ანევრიზმა (aortic aneurysms), თირკმელების დაავადება (kidney disease), ვასკულარული დემენცია (vascular dementia).

იმის გამო, რომ ჰიპერტენზიას იშვიათად ახასითებს გამოხატული სიმპტომები, ადამიანების მხოლოდ ნახევარმა იცის, რომ რისკის ქვეშ იმყოფება. ისინი კი, ვისაც ჰიპერტენზიის დიაგნოზს უსვამენ,  სამკურნალო აბებს ყოველდღიურად ღებულობენ, თუმცა დადებითი შედეგი – სისხლის წნევის ჯანმრთელ დონემდე ჩამოწევა, პაციენტების მხოლოდ ნახევარში მიიღება.

ახალი კვლევის თანახმად,  აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობისას  დადებითი შედეგი პაციენტების 100 პროცენტში აღინიშნება. თუმცა სიდნეის უნივერსიტეტის George Institute-ის მკვლევარები აცადებენ, რომ კვლევაში მხოლოდ 18 პაციენტი მონაწილეობდა და დასკვნის გასაკეთებლად შემდგომი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

კვლევის დროს პაციენტებს ერთ კაფსულა მედიკამენტს აძლევდნენ, რომელიც ჰიპერტენზიის სამკურნალო ოთხი მედიკამენტის – ირბესარტანის, ამლოდიპინის, ჰიდროქლორთიაზიდისა და ათენოლონის მეოთხედ დოზას შეიცავდა.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ თითოეული აღნიშნული მედიკამენტის შემცირებული დოზით მიღება მათ გვერდით ეფექტებს ამცირებს. მიუხედავად იმისა, რომ მედიკამენტების დოზა მცირეა, მათი კომპინირებული სახით მიღება მკურნალობის ეფექტს ზრდის.

კვლევის ავტორი – კლარა შოუç აცხადებს, რომ კვლევაში მონაწილე ყველა პაციენტს სისხლის წნევა დაურეგულირდა. შემდგომი ტესტის საშუალებით კი უნდა გაირკვეს, რამდენად ხანგრძლივადაა შესაძლებელი წნევის ნორმალურ დონეზე შენარჩუნება.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid