მართალია ციფრული მედია დღევანდელ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულია, მაგრამ მხოლოდ ელექტრონული ეკრანი არაა საკმარისი.
ოფისის ერთი თანამშრომელი წელიწადში რამდენიმე ათას გვერდ ქაღალდს ბეჭდავს, დიდი ბანერებისა და პლაკატები კონფერენციებისა და გამოფენების ნორმად რჩება. დიდი რაოდენობით ქაღალდის წარმოების შედეგად გარემოზე მოყენებული ზარალის შესამცირებლად მეცნიერებმა ქაღალდის მაგვარი ზედაპირი შექმნეს, რომელზეც დატანილი ტექსტის წაშლა და ხელახლა დაბეჭდვა 40-ჯერაა შესაძლებელი.
მოსახერხებელი ზედაპირი ვოლფრამის ოქსიდისა და წყალში ხსნადი პოლიმერისგანაა დამზადებული. ზედაპირზე ბეჭდვა ულტრაიისფერი (UV) სინათლის საშუალებით ხდება, რომელიც უფერო ვოლფრამს ლურჯად აქცევს. ფერის შეცვლას სულ რამდენიმე წამი სჭირდება.
ნაბეჭდი ნიმუში ხილვადი ნორმალურ ატმოსფერულ პირობებში რამდენიმე დღის განმავლობაში რჩება, თუმცა ზედაპირის გათეთრება ოზონის, ან სითბოს საშუალებით ნახევარ საათშიცაა შესაძლებელი. ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ ტექნოლოგიის კომერციალიზაცია შედარებით მარტივია. ზედაპირის დასამზადებელი ნედლეული ინდუსტრიულად ხელმისაწვდომი, ხოლო UV ნათურებს საკვებისა და მოწყობილობის სტერილიზაციისთვის იყენებენ. მეცნიერები აცხადებენ, რომ აღნიშნული მემბრანის ქსოვილში გამოყენებაც უნდა განხორციელდეს : მაგალითად, ყოველთვის, როცა გარეთ გახვალთ, შესაძლებელი იყოს ტანსაცმელზე ახალი ლოგოს ამ რეკლამის დატანა.
წყარო: sciencemag.org
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”