close
კატეგორიის გარეშე

მეცნიერებმა ფრინველების ფერმებისთვის სპეციალური ნათურა გამოიგონეს

მეცნიერებმა ფრინველების ფერმებისთვისახალი ენერგო ეფექტური განათების სისტემა შექმნეს, რომელიც სპეციალურად ქათმის თვალის ბადურაზეა მორგებული.

შემქმნელების მტკიცებით, მათი გამოგონება ქათმებს ამშვიდებს და გაცილებით „ბედნიერს“ ხდის.

ბევრი ფერმერი ფერმებში ვარვარა ნათურებს იყენებს, რომელიც ადამიანის თვალზეა გათვლილი. ფერმებში ოპტიმალური განათების მიღწევა რთულია – ზედმეტი სინათლე ფრინველებში სტრესს იწვევს, ხოლო სიბნელეში ისინი კვერცხებს სპეციალური ბუდის ნაცვლად ხშირად იატაკზე დებენ, რაც მათ შეგროვებას ართულებს.

კომპანია Greengage Lighting-ის წარმომადგენელი ჯონ მაჩემის განცხადებით, ტრადიციული განათება ადამიანის მხედველობაზეა გათვლილი და არა ფრინველისაზე, რომელიც ადამიანზე ორჯერ უკეთ ხედავს.

კომპანიამ AgriLamp Induction System-ის შექმნას რამდენიმე წელი მოანდომა. ALIS-ის სისტემა იყენებს 60 პროცენტით ნაკლებ ენერგიას,   სოფლის მეურნეობის განათების გავრცელებულ ფორმებთან შედარებით. დაპატენტებული სისტემა წყლის მიმართ მდგრადია. შემქმნელები ირწმუნებიან, რომ LED ნათურა სულ ცოტა 60,000 საათს ძლებს და ყველა სხვა ტრადიციულ ნათურასთან შედარებით გაცილებით ენერგოეფექტურია. კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ  LED ნათურა შედარებით ძვირია, გარკვეული დროის შემდეგ გაკეთებული დანაზოგი გაცილებით აჭარბებს თავიდან გადახდილ ზედმეტ თანხას.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0