მეცნიერები აცხადებენ, რომ თავის ქალა, რომელიც სამხრეთ საბერძნეთში მდებარე ერთ-ერთ მღვიმეში 1978 წელს აღმოაჩინეს, აფრიკის გარეთ აღმოჩენილი უძველესი ჰომო საპიენსია.
თავის ქალა ეკუთვნის ადამიანს, რომელიც 210,000 წლის წინ ცხოვრობდა. ის აღმოაჩინეს მღვიმეში, სადაც ასევე აღმოჩენილია ნეანდერტალერის თავის ქალა, რომელიც დაახლოებით 170,000 წლით თარიღდება. კვლევის თანახმად, რომელიც 10 ივლისს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, ჰომო საპიენსის აღნიშნული თავის ქალა გაცილებით უფრო დიდი ხნისაა, ვიდრე ისრაელში მდებარე ერთ-ერთ მღვიმეში აღმოჩენილი ყბის ძვალი, რომელიც დაახელობით 177,000-194,000 წლით თარიღდება.
„ჰომო საპიენსმა აფრიკა იმაზე გაცილებით ადრე დატოვეს და ევროპასაც იმაზე დიდი ხნის წინ მიაღწიეს, ვიდრე ამას აქამდე ვფიქრობდით,“ განაცხადა გერმანიის ტუბინგენის უნივერსიტეტის პალეოანთროპოლოგისტმა კატერინა ჰარვარტიმ. მისი ვარაუდით ადამიანების მცირე ჯგუფმა დღევანდელი საბერძნეთის ტერიტორიას დაახელობით 200,000 წლის წინ მიაღწია. ნეანდერტალერებმა, რომლებიც სამხრეთ ევროპაში ამ დროიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ დასახლდნენ, შესაძლოა პირველი ჰომო საპიენსები ჩაანაცვლეს. შემდგომმა დროის ადამიანებმა, რომლებიც ხმელთაშუა ევროპაში ათობით ათასი წლის შემდეგ ჩასახლდნენ, სავარაუდოდ ნეანდერტალერები ჩაანაცვლეს, რომლებიც დაახლოებით 40,000 ათასი წლის წინ გადაშენდნენ.
თუმცა, ჰარვარტის გუნდი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ჰომო საპიენსები და ნეანდერტალერები სამხრეთ ევროპაში დაახლოებით 200,000 წლის ჭინ თანაცხოვრობდნენ და ზოგჯერ ერთმანეთს ეჯვარებოდნენ კიდეც. 2017 წელს ჩატარებულმა უძველესმა და თანამედროვე დნმ-ზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ადამიანები ზოგ შემთხვევაში ევროპელ ნეანდერტალერლებს ეჯვარებოდნენ.