2014 წლის ნოემბერში ტელესკოპებმა მსოფლიოს მასშტაბით სიგნალი აღმოაჩინეს – 300-მილიონი სინათლის წლით დაშორებულმა შავმა ხვრელმა ვარსკვლავი დაიჭირა და ნაწილებად დაშალა.
ამ მოვლენის შემდეგ რადიოსიგნალების ანალიზმა გამოავლინა მჭიდრო კავშირი შავი ხვრელის ,,კვების” მაჩვენებელსა და მისგან გამოყოფილი ელექტრომაგნიტური ენერგიის ჭავლებს შორის.
შავი ხვრელები სამყაროში ყველაზე ძლიერი ძალებია, მაგრამ ჩვენ შედარებით ცოტა რამ ვიცით მათზე. შავი ხვრელის დანახვაც კი შეუძლებელია იმიტომ, რომ ძლიერი გრავიტაცია მისი ცენტრისკენ მიაქანებს მთლიან სინათლეს. თუმცა, მეცნიერებს შეუძლიათ დაინახონ მისი ძლიერი გრავიტაციის ეფექტები მის გარშემო არსებულ ვარსკვლავებსა და გაზებზე.
რამდენიმე შავი ხვრელი ელექტრომაგნიტურ ენერგიას რელატივისტული ჭავლების სახით გამოყოფს – რადიაციისა და ნაწილაკების ნაკადები, რომელიც სინათლის სიჩქარით აქტიური, ან კვების პროცესში მყოფი შავი ხვრელიდან გამოიყოფა.
ჩვენ არ ვიცით, რა აძლევს ძალას ამ ჭავლებს – თუმცა, 2014 წლის მოვლენიდან 13 დღის შემდეგ აღმოჩენილი რადიოექო შესაძლოა ამ კითხვაზე პასუხს სცემდეს. MIT-ისა და ჯონს ჰოპკინსის მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ გამოავლინეს მტკიცებულება, რომ ეს ჭავლი შავი ხვრელიდან გამოიყოფა, როცა ის ვარსკვლავს შთანთქავს.
,,შავი ხვრელი კვების მაჩვენებელი აკონტროლებს იმ ჭავლის ძალას, რომელსაც იგი წარმოქმნის,” – აცხადებენ მეცნიერები.
,,კარგად ,,გამოკვებილი” შავი ხვრელი ძლიერ ჭავლს წარმოქმნის, ნაკლებად ნაკვები – სუსტს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვნახეთ, რომ ჭავლი სუპერ მასიური შავი ხვრელის კვებით კონტროლდება.”
მოქცევის განადგურების მოვლენა ხდება მაშინ, როცა ვარსკვლავი შავი ხვრელის მოვლენის ჰორიზონტს ანუ დაუბრუნებლობის წერტილს უახლოვდება. შავი ხვრელის მოქცევის ძალა ვარსკვლავზე ზეგავლენას ახდენს. შავი ხვრელის გრავიტაცია ზოგჯერ შეიძლება საკმარისად ძლიერი იყოს იმისათვის, რათა ვარსკვლავს გამოაცალოს გაზის გარეფენები და თავის გარშემო თანდათან წარმოქმნას და გაზარდოს დისკი, რომელსაც აკრეციის დისკს უწოდებენ. აკრეციის დისკიდან გაზი შავ ხვრელში სპირალურად მიემართება, რა დროსაც ის ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ცხელდება და ყველა მიმართულებით გამოყოფს რენტგენულ გამოსხივებას, რომელსაც NASA-ს ტელესკოპები ადვილად ზომავენ. ამ ინფორმაციას ასტრონომები შავი ხვრელის მახასიათებელთა უკეთ შესასწავლად იყენებენ.
ეს ყველაფერი მეცნიერებისთვის ცნობილია. ცნობილია ისიც, რომ რადიოტალღები რეალური ენერგეტიკული ელექტრონებიდან მოდის, რომლებიც მაგნიტურ ველში მოძრაობენ. თუმცა, ჯერ კიდევ კამათობენ იმის შესახებ, საიდან ჩნდებიან რეალური ენერგეტიკული ელექტრონები.
MIT-ისა და ჯონს ჰოპკინსის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ რენტგენული და რადიო გამოსხივების მონაცემები ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს.
რყევები, რომელიც რენტგენულ მონაცემებში მოხდა, კვლავ გამოჩნდა 13 დღის შემდეგ რადიოტალღის მონაცემებში. რადიოტალღების გამომყოფი რეგიონი, რომელიც მზეზე დაახლოებით 400,000-ჯერ დიდი ზომისაა, გაცილებით დიდია რენტგენული გამოსხივების გამომყოფ რეგიონზე, რომელიც მზეზე მხოლოდ 25-ჯერ დიდი ზომისაა.
,,ერთადერთი გზა, რითაც შესაძლოა შეწყვილება მოხდეს ისაა, რომ არსებობდეს ფიზიკური პროცესი, რომელიც რენტგენული გამოსხივების გამომყოფ რეგიონს რადიო ტალღების წარმომშობ რეგიონთან აკავშირებს.
,,ის, რომ ასე ხდება, დამთხვევა არაა. რენტგენული გამოსხივების წარმომქმნელ პატარა რეგიონსა და რადიო ტალღების წარმომქმნელ დიდ რეგიონს შორის არსებობობს მიზეზობრივი კავშირი.”
მეცნიერების აზრით, ეს შედეგები მიანიშნებს ჭავლზე, რომელიც შავი ხველიდან მაშინ გამოეყო, როცა მან გამოკვება დაიწყო. თუმცა, იმის გამო, რომ ჭავლი შავ ხვრელთან ძალიან ახლოსაა, რადიოტალღები სხვა ელექტრონებმა შეიწოვა და გამოყოფა მოშორებით დაიწყო. ამით აიხსნება დროში აცდენა.
ვიცით, რომ შავი ხვრელები გალაქტიკურ ევოლუციას ახდენენ. თუ ეს ახალი კვლევა ჭეშმარიტებას შეიცავს, და შავი ხვრელების ჭავლები იმ მასალის პროპორციულია, რომელსაც შავი ხვრელები შთანთქავენ, ამან შესაძლოა გალაქტიკის ევოლუციის პროცესს ნათელი მოფინოს.
წყარო: ttps://www.sciencealert.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“