close
გამოგონება - ინოვაცია

მეცნიერებმა სიმსუქნის წინააღმდეგ საბრძოლველად „მდგომარე მერხები“ შექმნეს

მეცნიერებმა „მდგომარე მერხები“ შექმნეს, რომელიც, მათი მტკიცებით, ბავშვთა ჭარბ წონიანობის წინააღმეგ საუკეთესო საშუალება იქნება. მერხების დიზაინი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაკვეთილის მსვლელობისას სურვილისამებრ იჯდეს ან იდგეს.

American Journal of Public Health-ში  გამოქვეყნებული კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ „მდგომარე მერხები“ ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესს გაკვეთილზე, ქცევის წესების დარღვევის გარეშე ებრძვის.
მეცნიერებმა ტეხასის სამი სკოლის მესამე და მეოთხე კლასელი მოსწავლეები გამოიკვლიეს. როგორც აღმოჩნდა, როდესაც საკლასო ოთახებში ტრადიციული მერხების ნაცვლად ახალი მერხების გამოყენება დაიწყეს, ბავშვები უმეტეს დროს ფეხზე იდგნენ, რამაც მათი წონაში დაკლება გამოიწვია.
ბავშვების წონასა და სიმაღლეს ზრდასრულებისგან განსხვავებულად აფასებენ. ექიმები ბავშვების სხეულის მასის ინდექსის (სმი) (რომელიც სიმაღლისა და წონის თანაფარდობაა) გამოთვლას არ ამარტივებენ. ისინი ბავშვების სხეულის მასის ინდექსს მათივე სქესის თანატოლების სხეულის მასის ინდექსთან შედარებას ახდენენ.
კვლევის ფარგლებში 24 პედაგოგი და 380 მოსწავლე გამოიკვლიეს. როგორც აღმოჩნდა იმ მოსწავლეების სმი, რომლებიც ორი წლის განმავლობაში „მდგომარე მერხებს“ იყენებდნენ საშუალოდ 5 პროცენტით ნაკლები იყო.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შორის სკოლის ასაკის ბავშვებში ჯდომის დროის შემცირებით შემცირდება უმოძრაობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის : სიმსუქნე და დიაბეტი.
ცინცინატის უნივერსიტეტის მეცნიერი კერმიტ დევისი, რომელიც აღნიშნულ კვლევაში არ მონაწილეობდა, აცხადებს, რომ „მდგომარე მერხები“ მოზარდების სრულწლოვანობის პერიოდში გასუქებას შეუშლის ხელს. თუმცა დევისი დასძენს, რომ „გადაჭარბებულად ფეხზე დგომა ისეთივე საზიანოა, როგორიც გადაჭარბებულად ჯდომა, ასე რომ, ბალანსის დაცვა აუცილებელია.“

წყარო:reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0