close
რელიგია და მეცნიერება

მეცნიერთა დიდი ნაწილი ღმერთს აღიარებს! კვლევები ჩატარდა მსოფლიო მასშტაბით

ყველა მეცნიერი ათეისტია? სწაამთ მათ მეცნიერების და რელიგიის თანაარსებობის? ეს და სხვა კითხვები იქნა პასუხგაცემული პირველი მსოფლიოს მასშტაბის მქონე კვლევაში, მეცნიერების მიერ დანახული რელიგიის გამოსარკვევად, რომელიც გამოაქვეყნეს რაისის უნივერსიტეტის მკვლევრებმა.

„არავის შეუძლია დღეს უარყოს, რომ მეცნიერებასა და რელიგიას შორის მიმდინარეობს პოპულარული ომი,“ განაცხადა წამყვანმა მკვლევარმა, რაისის უნივერსიტეტის რელიგიისა და საზოგადოებრვი ცხოვრების პროგრამის დამფუძნებელმა დირექტორმა Elaine Howard Ecklund-მა. „ეს არის სიტყვების ომი, რომელსაც კვებავს მეცნიერები და რელიგიური ადამიანები.“

კვლევის შედეგებმა გამოიწვია შეფასებები მეცნიერება-რწმენის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ვარაუდით უმეტესი მეცნიერი ათეისტია, გლობალურმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ეს მარტივი საკითხი არ არის.

„ინდოეთში, ტაივანსა და თურქეთში ნახევარზე მეტი მეცნიერი თვლის, რომ რელიგიურია,“ განაცხადა Ecklund-მა. „გასაოცარია, რომ თითქმის ორჯერ მეტი „დარწმუნებული ათეისტი“ არსებობს  ჰონგ კონგის გენერალურ პოპულაციაში (55 %), ვიდრე იგივე რეგიონში სამეცნიერო საზოგადოება (26%).“

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ მეცნიერები, ზოგადად, ნაკლებად რელიგიურები არიან ზემოთ ნახსენებ პოპულაციასთან შედარებით. თუმცა, იყო გამონაკლისებიც: ჰონგ კონგში მეცნიერების 39% იდენტიფიცირდა, როგორც რელიგიური, რაც მთლიანი ჰონგ კონგის გენერალური პოპულაციის 20%-ს შეადგენს, და ტაივანში მეცნიერების 54% იდენტიფიცირდა როგორც რელიგიური, რაც ტაივანის გენერალური პოპულაციის 44 %-ს წარმოადგენს. Ecklund-მა აღნიშნა, რომ ასეთი პატერნები იწვევს ვარაუდებს მსოფლიოს გარშემო მეცნიერების არამყარი ხასიათის შესახებ.

როდესაც Ecklund-ს ჰკითხეს რელიგიასა და მეცნიერებას შორის მიმდინარე კონფლიქტის შესახებ, მან აღნიშნა, რომ თითოეულ რეგიონში მეცნიერების მხოლოდ უმცირესობას სწამს, რომ მეცნიერება და რელიგიას შორის კონფლიქტი არსებობს. დიდ ბრიტანეთში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დიდ სეკულარულ ქვეყნად ითვლება, მეცნიერების მხოლოდ 32% ხასიათდება მეცნიერება-რწმენა ინტერფეისით. ეს რიცხვი აშშ-ში 29%-ია. და ჰონგ კონგის მეცნიერების 25%-ს, ინდოეთის მეცნიერების 27%-ს და ტაივანის მეცნიერების 23%-ს სწამდა რელიგიისა და მეცნიერების თანაარსებობის, და რომ მათ ერთამენთის დახმარებაც კი შეუძლიათ.

კვლევების რაოდენობრივი შედეგების გარდა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს ინტერვიუს დროს მეცნიერების პასუხებში ნიუანსები. მაგალითად, უამრავმა მეცნიერმა აღნიშნა, თუ როგორ შეუძლია რელიგიას უზრუნველყოს შემოწმება და ეთიკურად ნაცრისფერი სფეროები.

„რელიგიას შეუძლია უზრუნველყოს შემოწმება იმ შემთხვევაში, სადაც ცდუნების წინაშე დგახარ, გსურს გამოაქვეყნო რაიმე მასალა და ფიქრობ, „ეს ექსპერიმენტი ნამდვილად არ იყო საკმარისი, მაგრამ თუ სხვა კუთხიდან წარმოვაჩენ, იმუშავებს,“ განაცხადა ბიოლოგიის პროფესორმა დიდი ბრინატეთიდან.

სხვა მეცნიერები ამბობენ, რომ არსებობს „ მრავალგვარი ათეიზმი,“ რომელთა შორის ზოგიერთი შეიცავს რელიგიურ ტრადიცებს.

„მე არ მაქვს პრობლემა ვიარო ეკლესიაში მსახურებაზე, რადგან ძალიან ხშირად, ეს კულტურული საკითხია,“ განაცხადა ფიზიკოსმა დიდი ბრიტანეთიდან, რომელმაც თქვა, რომ ზოგჯერ ეკლესიაში მსახურებას იმიტომ ესწრება, რომ მისი ქალიშვილი მღერის საეკლესიო გუნდში. „ ეს იგივეა შეხედო კულტურას სხვა მხრიდან, მაგრამ მე არ მაქვს არანირი რელიგიური რწმენა. არ მაწუხებს, რომ რელიგიისგან შორს ვარ.“

„რელიგიური საკითხები  ძალიან მსგავსია აქ, რადგან ყველა საუბრობს რომელ ტაძარში, რომელ ეკლესიაში დადის. ასე რომ, ეს არ არის საკითხი, რომელსაც ვმალავთ. ჩვენ ამ თემაზე ვლაპარაკობთ. ვლაპარაობთ იმაზე, რომ ტაივანში განსხვავებული რელიგიის ადამიანები ცხოვრობენ,“ განაცხადა ბიოლოგიის ტაივანელმა პროფესორმა.

ეკლუნდმა და რაისის მკვლევრებმა, კრისტინ მეთიუსმა და სტივენ ლევისმა შეაგროვა 9,422 რესპოდენტის ინფორმაცია მსოფლიოს 8 რეგიონში: საფრანგეთში, ჰონგ კონგში, ინდოეთში, იტალიაში, ტაივანში, თურქეთში, დიდი ბრიტანეთში და აშშ-ში. მათ ასევე იმოგზაურეს ამ რეგიონებში და ჩაატარეს 609 მეცნიერთან ჩაღრმავებული ინტერვიუ. ეს არის უდიდესი კვლევა მსოფლიოს მასშტაბით რელიგიისა და მეცნიერების კონფლიქტის შესახებ.

კვლევებისა და ინტერვიუების მიხედვით მეცნიერები არიან განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, ბიოლოგიისა და ფიზიკის ელიტარულ თუ არაელიტარულ ინსტიტუტებში, და მკვლევრები ვარაუდობენ, რომ რეპრეზენტატულად შეხედავენ მეცნიერების შეხედულებას რელიგიაზე, ეთიკაზე და ორივეზე ერთად.

ეკლუნდმა განაცხადა, რომ კვლევას აქვს ბევრი მნიშვნელოვანი იმპლიკაცია, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს უნივერსიტეტის ყოველდღიურ პროცესებში, თუ როგორ არის საკლასო ოთახები და ლაბორატორიები სტრუქტურირებული.

„მეცნიერება არის გლობალური ნაწარმი,“ განაცხადა ეკლუნდმა. “და სანამ მეცნიერება გლობალურია, ჩვენ გვჭირდება ავღნიშნოთ საზღვრები მეცნიერებსა და რელიგიას შორის.“

 

წყარო: Reuters

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0