კაიროს სიძველეების სამინისტრომ გამოაცხადა, რომ წითელი ზღვის ფსკერზე აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ადამიანის ნაშთები და ეგვიპტური ჯარის საომარი აღჭურვილობა. აღმოჩენები თარიღდება ძვ.წ.აღ 14 საუკუნეში.
worldnewsdailyreport.com პორტალის შეტყობინების თანახმად საუბარი არის წყალქვეშა არქეოლოგიურ გამოკვლევებზე, რომელიც შესრულდა სუეცის არხის ფსკერზე, თანამედროვე დასახლება რას-ხარიბიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით.
სამეცნიერო ექსპედიციას ხელმძღვანელობდა პროფესორი აბდულ-მუჰამედ გადერი და მონაწილეობას იღებდნენ კაიროს უნივერსიტეტის არქეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები.
არქეოლოგებმა წითელი ზღვის ფსკერის დაახლოებით 200 კვადრატული მეტრის მოედანზე აღმოაჩინეს 400 ადამიანის ჩონჩხის ნაწილები, და ასევე დიდი რაოდენობით ფარაონების ეპოქის საომარი აღჭურვილობა, რომელშიც შედიოდა ასევე საომარი ეტლები.
სამეცნიერო ექსპედიციის ხელმძღვანელები ვარაუდობენ, რომ საძიებო რაიონის გაფართოების შემთხვევაში, მათ მიეცემათ ეგვიპტელი ჯარისკაცების რამდენიმე ათასი ნაშთისა და ეგვიპტიდან გამოსვლის ეპოქის დროინდელი ებრაული იარაღების აღმოჩენის შესაძლებლობა.
ისრაელის მეცნიერების მონაცემების თანახმად, ებრაელების მასობრივი გამოსვლა, რომელიც აღწერილია ხუთწიგნეულის მეორე წიგნში „შემოთ“– („ხუმაშა“), („“გამოსვლა““) შედგა ძვ.წ.აღ 1312 წლის გაზაფხულს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”