ესპანეთის ნავთობისა და გაზის ნავთობკომპანია ,,REPSOL-ი” მტკვრის აუზის ნახშირწყალბადების პოტენციალს შეისწავლის და შესაბამის ანგარიშსს მოამზადებს, გარკვეული რეკომენდაციებით თუ როგორ უნდა ავითვისოთ მტკვრის აუზი.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შესაბამისი მემორანდუმი დღეს, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და ესპანეთის ნავთობისა და გაზის ნავთობკომპანია ,,REPSOL-ს” შორის გაფორმდება.
მემორანდუმის ფარგლებში, ქართველი სპეციალისტები ,,REPSOL-ის” მონაცემთა ბაზაში გადამზადებას გაივლიან.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: