როგორ ვადევნოთ თვალყური მომხმარებელთა მოთხოვნებს? საერთოდ არ ადევნოთ. მოუსმინეთ მათ და დაივიწყეთ, რასაც გაიგონებთ. არ ვხუმრობთ, სერიოზულად გეუბნებით.
სულ არ გჭირდებათ ცხრილების ხაზვა და მონაცემთა ბაზებისა თუ აღირიცხვის სისტემების შექმნა. მართლა მნიშვნელოვანი მოთხოვნები ყოველ წუთს განმეორდება და გარკვეული დროის შემდეგ საერთოდ ვეღარ შეძლებთ მათ დავიწყებას. მეხსიერების ფუნქციას თქვენი კლიენტები შეასრულებენ. ისინი თავად აგისხნიან, რაზე გაამახვილოთ ყურადღება.
ხოლო თუკი რაიმე თხოვნა დაგავიწყდათ, ესე იგი, არც ისე მნიშვნელოვანი ყოფილა. მართლა მნიშვნელოვანი საკითხები ასე ადვილად არ ქრება.
წყარო: Harvard business review
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: