21 მაისს მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის უცხო ენების საატესტატო გამოცდა ჩატარდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, გამოცდის მინიმალური ზღვარი წარმატებით მოსწავლეთა 89%-ზე მეტმა გადალახა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობას წელსაც პირდაპირ რეჟიმში აკვირდება.
“სპეციალური ჯგუფის წევრები დღის განმავლობაში უყურებენ სხვადასხვა სკოლაში, საგამოცდო სექტორში ტესტირების მიმდინარეობას. ვიდეომონიტორინგი კონტროლის დამატებითი მექანიზმია და მისი მიზანია მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი გამოცდის წესებთან შესაბამისობით მიმდინარეობა.
ამასთან, ვიდეომონიტორინგი თუნდაც უმნიშვნელო დარღვევების პრევენციისა და საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული რეაგირების საშუალებას იძლევა”, – ამბობენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
22 მაისს საატესტატო გამოცდა ისტორიაში ტარდება.
20 მაისს მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”