7ოქტომბერს „დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრში” ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა თემაზე, რომელიც ეხებოდა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მოზარდის სიცოცხლისთვის სახიფათო თამაშებს.
შეხვედრა ჩაატარა ,,დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის” სამუშაო ჯგუფის წევრმა – მარიამ როდონაიამ. შეხვედრისას განიხილეს შემდეგი საკითხები. პირველი- რატომ ირჩევდნენ მოზარდები ისეთ თამაშებს, სადაც საფრეხე ემუქრებოდა მათ სიცოცხლეს?. მეორე – რა როლი მიუძღვით მშობლებს და რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება? (ეშინოდეთ თუ არა ბავშვებთან რთული თემების განხილვა?) ონლაინთამაშებისა და სოციალური ქსელების პოპულარობის ფონზე ეს საკითხი დღესდღეობით ერთერთი აქტუალურია. 2017 წლის თებერვალში ტინეიჯერებში პოპულარობის პიკს მიაღწია სოციალურ ქსელ ,,კონტაქტის” გავრცელებულმა თამაშმა – “Blue Whale” (ლურჯი ვეშაპი), აღნიშნულ სოცქსელში იქმნებოდა ჯგუფები ( ,,თვითკმვლელთა ჯგუფი”), სადაც გაწევრიანებული იყვნენ მოზარდები, რომელთა ასაკი მერყეობდა 12-დან 16 წლამდე. თამაშის აზრი მდგომარეობდა შემდგომში – მოზარდი ერთვებოდა თამაშში ენიშნებოდა ,,კურატორი” რომელი 50 დღის განმავლობაში აძლევდა მას სხვადასხვა სახის (სახიფათო) დავლებას (ეს 50 დღე გახლავთ ერთგვარი მინიშნება რომელიც ეხმიანება სტეისი კრეამერის წიგნს „50 დღე ჩემს თვითმკვლელობამდე“ ) თავიდან, ერთი შეხედვით უწყინარი დავალებით იწყებოდა თამაში, როგორიცაა – ყოველ დღე გაიღვიძე დილი 4:20-ზე – ეს დრო უცვლელი იყო ყველა მონაწილესთვის. ხოლო შემდგომი დავლებები გათვლილი იყო მონაწილის ფსიქოემოციურ წნეხზე და მისი ფსიქიკისთვის ზიანისმომტანი ხდებოდა. ( მაგალითად, მოთამაშე კურატორის უშუალო დავალებით ვალდებული იყო, მთელი დღის მანძილზე უყურებინა საშინელებათა ჟანრის ფილმებისთვის ან დეპრესული ფსიქოდელიური მუსიკა მოესმინა, ამის გარდა, მომდევნო დავალებები ეხებოდა თვითდამაზიანებელი ქცევების გამოვლინებას, მოზარდს ავალებდნენ ბასრი საგნით ვეშაპის სიმბოლო დაეხატა ხელზე, ხოლო დამდასტურებელი ფოტო ან ვიდეო ჯგუფში აეტვირთა, მომდევნო დავალებები ექსტრემალური სახის იყო, როგორიცაა – გადაერბინათ მანქანის წინ გზა, ასულიყვნენ მაღალ შენობაზე და სახურვის კიდიდან გადაეღოთ ფოტო. ასეთი რიგი დავალებების შესრულების შემდეგ, მონაწილის ნებელობა ქვეითდებოდა და ორმოცდამეათე დღეს ეძლეოდა ბოლო დავალება – თვითმკვლელობა, თამაშის მოდერატორები იყენებდნენ კიბერშატაჟის ტექნიკას და მოზარდი სურვილის შემთხვევაშიც ვერ ტოვებდა თამაშს, რადგან თამაშის დაწყებიდანვე მონაწილეს ეგზავნებოდა ლინკი რომელზეც გადასვლის შემთხვევაში, ხდებოდა IPმისამართის გამოთვლა, რის შემდეგ, დგინდებოდა მოზარდის მისამართი და აქედან მონაწილეზე დაწვრილებით ინფორმაციას იპოვებდნენ. შემდეგ კურატორი მანიპულირებდა მოზარდით – თუ ის გავიდოდა თამაშიდან, მათ იცოდნენ მის შესახებ ყველაფერი და მისი ახლობლების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. აქედან გამომდინარე, თამაშში ჩართულ მოზარდს აღარ ჰქონდა არჩევანის უფლება. ის ვალდებული ხდებოდა, გაეგრძელებინა თამაში. ყველაზე დიდი გამოხმაურება აღნიშნულ თამშს რუსეთში მოყვა. სამართალდამცავებისთვის ცნობილია 16-მდე ფატალური შემთხვევა. ამ გახმაურებული ფაქტების შემდეგ, ხელისუფლებამ დაიწყო რადიკალური ქმედებები, დაიწყეს სოცქსელების ტოტალური კონტროლი, სადაც დაიბლოკა და გაუქმდა ათობით მსგავსი დახურული ჯგუფები (თაგებით #синийкит, #тихийдом или #402 #Разбуди меня в 4:02) ამ საქმეს ასევე დიდი რეზონანსი მოჰყვა ტელემაუწყებლობების მხრიდან, ცდილობდნენ, მაქსიმალურად მიექციათ საზოგადოების ყურადღება დამალული საფრთხის წინაშე. როგორ დაადგინოს მშობელმა რომ ბავშვს დეპრესია აქვს? რაც უფრო მნიშვნელოვანია – როგორ დავეხმაროთ ბავშვს ისე, რომ არ გამოვიწვიოთ საპასუხო აგრესია? ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სისტემის ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბ-ნი ბენიამინ შაინი მოგვითხრობს, რომ სინამდვილეში სტატისტიკას მნიშვნელობა არა აქვს, როდესაც საქმე ეხება თქვენს შვილს. ის ურჩევს მობლებს გაამახვილონ ყურადღება ისეთ ,,ნიშნებზე” რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შეშფოთება. თუმცა ამ შემთხვევაში, მშობელმა უნდა გაუძლოს ცდუნებას – რომ ყველა პრობლემა რადიკლური ჩარევით და ერთბაშად მოაგვაროს. რა უნდა გააკეთოს მშობელმა ამ შემთხვევაში ? როგორც ბენიამინ შაინი გვირჩევს- თქვენი დროის 90% დაუთმეთ, რომ მოუსმინოთ თქვენ შვილს, ხოლო დანარჩენი 10% დაუთმეთ, რომ თქვენ შვილთან ერთად მოაგვაროთ არსებული პრობლემები. მშობელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს თუ – გუნება-განწყობილების ცვალებადობის (მუდმივი მწუხარება, ატიპიური გაღიზიანება -ინტერესის დაკარგვა იმ ჰობის ან აქტივობის მიმართ, რომელიც ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მოზარდის ცხოვრებაში, ენერგიის ნაკლებობა, ყურადღების, კონცენტრაციის პრობლემები, აუხსენელი ტკივილის ფენომენი) – დეპრესიის დროს, მოზარდები ხსირად უჩივიან თავისა და მუცლის ტკივილს. ასეთ ჩივილებს რაიმე ობიექტური საფუძველი არ გაჩნია. ასევე, ახასიათებთ გადაჭარბებული მგრძნობიარობა კირიტიკისადმი. ადამიანებისგან არჩევითად განდგომა. ასევე გაჟღერდა საკითხი, რომ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია თუ მოხდება სოცქსელების ტოტალური კონტროლი და მოზარდების მისერ ონლინსივრცეში გატარებული დრო მაქსიმალურად გაკონტროლდება. თუმცა ჩნდება კითხვა – ტოტალური კონტროლი და სოცქსელების დაბლოკვა გამოიღებს თუ არა შედეგს? სპეციალესტები შიშობენ, რომ ეს მეთოდები არა თუ უშედეგოა, არამედ შეიძლება სიტუაციაა გაამწვაოს. ,,ეჭვგარეშეა, კიბერდაშინება შეიძლება ასოცირებული იყოს დეპრესიული განწყობის ზრდით და ასევე თინეიჯერებში თვითმკვლელობის რაოდენობის ზრდით, განსაკუთრებით გოგონებს შორის”, – ამბობს ბენჯამინ შინი. ,,მათ უფრო მეტად, ვიდრე ბიჭებს სჭირდებათ ონლაინკომუნიკაცია, როგორც თანამოაზრე ადამიანების ჯგუფთან, ასე რომ, თუ მათ წავართმევთ ამ კომუნიკაციის საშუალებებს (სოციალური ქსელებს), ჩვენ მივიღებთ აბსოლუტურად იზოლირებულ ბავშვს. ფსიქოლოგები თანხმდებიან – რომ მოზარდები ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ, როცა მათ უზღუდავენ სოცქსელების მოხმარებს, რაც ასევე საყურადღებოა. მშობლებს არ უნდა ეშინოდეთ შვილებთან რთულ თემებზე სუბარი, რადგანაც, აუცილებელია, გააგებინოთ ბავშვს სიცოცხლის მნიშვნელობა, მისი, როგორც პიროვნების როლი, მოუსმინეთ მას, გაიგეთ მისი აზრი, დამოკიდებულებები რიგ საკითხებზე. იყავით მისთვის, როგორც უახლოესი მეგობარი.
მასალა მოამზადა: მარიამ როდონაიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”