კობრას კოშკები – ეს არის ნაგებობა, რომელსაც მსოფლიო 2030 წლისთვის ელის. როგორც ცნობილია, ეს ნაგებობა კუვეიტში აშენდება და 1 კმ სიმაღლის იქნება.
ცათამბჯენი რამდენიმე ფაქტორით არის განსაკუთრებული – დიზაინი კი – ერთმანეთს შემოხვეული ორი კობრა, საკმაოდ მისტიკური და კრეატიულია. შესაძლოა, სწორედ ეს განაპირობებს მშენებლობის სირთულეს.
სამშენებლო სამუშაოების დაწყება ჯერ კიდევ 2008 წელს იგეგმებოდა, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო პროექტი ,,გაიყინა”.
საკმაოდ ხშირად განიხილებოდა საკითხი — თუ როგორ აშენდება ლიფტი. გასაგები მიზეზის – სპირალური კონსტრუქციის გამო, კოშკებში ჩვეულებრივი ლიფტი ვერ დაყენდება. სპეციალისტებმა ამ პრობლემას შემდეგი გადაწყვეტა უპოვეს — აშენდება ლიფტი, რომელიც იმუშავებს შეკუმშულ ჰაერზე, პნევმატიკური მილის პრინციპით.
არ არის გამორიცხული, რომ, აშენების შემდეგ, ეს ნაგებობა მსოფლიოს ყველაზე მაღალ და ლამაზ ცათამბჯენად დასახელდეს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”