close
ბიზნესიეს საინტერესოატექნოლოგიებიქიმია

მსოფლიოს უმსხვილესი ალმასის კომპანია – ,,De Beers-ი“ ხელოვნურ ბრილიანტს შექმნის

მსოფლიოს უმსხვილესი ალმასის კომპანია  – ,,De Beers-ი ხელოვნური ალმასის წარმოებას იწყებს. არსებობის 130-წლიანი ისტორიის მანძილზე, კომპანიამ ასეთი გადაწყვეტილება პირველად მიიღო.

ხელოვნურ ალმასს  1950 წლიდან აწარმოებენ, კომპანია ,,De Beers-ი“ კი – სინთეტიკურ ბაზარზე გადასვლას გამუდმებით ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ბოლო დროს დამოკიდებულება შეცვალა და აცხადებს, რომ ხელოვნური ალმასის წარმოების ტექნოლოგია საკმაოდ ეფექტურია იმისათვის, რომ საუკეთესო ხარისხის ძვირფასი ქვის მსგავსი ალმასი დიდი რაოდენობით აწარმოონ.

ალმასი გახლავთ ძვირფასი ქვა, რომელიც ყველაზე მეტად ბრწყინავს, გახლავთ ერთ-ერთი მტკიცე მასალა და შეხებისას სიცივე იგრძნობა. 

ყველა ეს თვისება განპირობებულია ალმასის კრისტალში ატომების სრულყოფილი განლაგებით – ეს ატომები ნახშირბადია. ამ განლაგებაში მცირე დეფექტიც კი ალმასის ფერის მკვეთრ ცვლილებას იწვევს. მაგალითად, ყოველ 10,000 ატომში ერთის გადანაცვლება გამჭირვალე ძვირფას ქვას ყავისფერს ხდის. ნახშირბადის ატომების განლაგების სიზუსტის დაცვა იოლი არაა.

ბუნებრივი ბრილიანტი მზადდება დედამიწის სიღრმეში, სწორი ტემპერატურისა და, წნევის წყალობით, ინგრედიენტები იკრიბება და მილიონობით წლის შემდეგ – ზედაპირზე ამოდიან.

პირველი ხელოვნური ბრილიანტი დაამზადეს ლაბორატორიაში, სადაც ეს პირობების უზარმაზარ დანადგარებში შექმნეს. ეს გახლავთ პატარა ბრილიანტების წარმოების გზა.

ასევე – შესაძლებელია, მაღალხარისხიანი ხელოვნური ალმასის კრისტალების წარმოქმნა ნახშირბადის ატომების ფენების მეთანის გამოყენებით გაზრდის გზით. ეს კეთდება წყალბადის მოშორებით მეთანიდან მოლეკულებისგან სუპერსუფთა რეზერვუარებში ცხელი პლაზმის გამოყენებით.

ამის შემდეგ, ნახშირბადს ალმასის კრისტალებად გარდაქმნიან. ამ პროცესის – ქიმიური ორთქლის დეპონირების (CVD) მთავარი გამოწვევა გახლავთ ხარჯეფექტიანობა. კომპანია ,,De Beers-ი“ მიიჩნევს, რომ ამ გამოწვევას თავს გაართმევს და მაღალი ხარისხის ხელოვნურ ბრილიანტს შექმნის.

წყარო: https://www.sciencealert.com

 მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid