შილერის პრემია ბადენ ვიურტემბერგში 1955 წლიდან არსებობს და სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ ისეთ დიდ მწერლებს, როგორებიც არიან მაქს ფრიში, პიტერ ჰანდკე და კრისტა ვულფი.
2019 წლის შილერის მემორიალური პრიზის და ფულადი ჯილდოს 25 000 ევროს ოდენობით მფლობელი, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერალი, ნინო ხარატიშვილი გახდა.
ფრიდრიხ შილერის სახელობის პრემია გერმანიაში, ბადენ ვიურტემბერგში 1955 წლიდან არსებობს და ის სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ ისეთ დიდ მწერლებს, როგორებიც არიან მაქს ფრიში, პიტერ ჰანდკე და კრისტა ვულფი.
“ნინო ხარატიშვილი გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორია და არამხოლოდ მისი თაობის. მისი პროზა შთამბეჭდავად ასახავს, თუ რა შეუძლია ლიტერატურას, როდესაც ის სოციალური კონფლიქტების ასახვას ცდილობს.” — განაცხადა გერმანიის კულტურის მინისტრმა, ტერესია ბაუერმა. ხარატიშვილის დაჯილდოების გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა ჟიურიმ მიიღო, რომლის თავმჯდომარეც სახელმწიფო მდივანი პეტრა ოლჩოვსკია. ნინო ხარატიშვილს პრიზს ის პირადად გადასცემს.
დაჯილდოება 2019 წლის 14 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გაიმართება.
ჟიურის შეფასებით “ნინო ხარატიშვილის ლიტერატურული ნამუშევრები დახვეწილი ესთეტიკის მქონე და მრავალსახოვანია. მისი პროზა ასახავს ემიგრაციას და მისგან მიყენებულ ფსიქოლოგიურ ზიანს, განსაკუთრებით კი ქალის პერსპექტივიდან. მის რომანში მერვე სიცოცხლე (ბრილკას), რომელიც 1200 გვერდამდეა, ხარატიშვილი გამოჩნდა, როგორც დიდი ლინგვისტური სტილისტი.”
კულტურის მინისტრის, ტერესია ბაუერის განცხადებით, “ნინო ხარატიშვილისთვის ლიტერატურას ყოველთვის ჰქონდა სოციალური და პოლიტიკური ფუნქცია. მისი დაჯილდოებით ჩვენ ვაჯილდოვებთ ავტორს, რომელიც გერმანულ ენას ახალი პერსპექტივებიდან წარმოაჩენს.”
წყარო: on.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“