სტივ ჯობსი – ჩვენი დროის ერთ-ერთი საკულტო ადამიანია. ძალიან საინტერესოა მისი ერთ-ერთი უკანასკნელი გზავნილი, რომელიც ჯობსმა საავადმყოფოს პალატაში დატოვა:
„შევძელი და მსოფლიო ბიზნესის სიმაღლეები დავიპყარი. ბევრი მიიჩნევს, რომ ჩემი ცხოვრება წარმატების მაგალითია. მაგრამ ვაღიარებ, რომ სამუშაოს გარდა, მნიშვნელოვანი წარმატებები არ მქონია. და საერთოდ, სიმდიდრე – ეს მხოლოდ ცხოვრების ფაქტია, რომელსაც უბრალოდ მივეჩვიე.
ახლა ვწევარ საავადმყოფოს პალატაში და ვიხსენებ ჩემს ცხოვრებას. გავიგე, რომ სიმდიდრემ და აღიარებამ, რომლითაც ასე ვამაყობდი, დაკარგეს მნიშვნელობა სიკვდილის წინაშე.
როდესაც სიბნელში მწვანე შუქს ვუყურებ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აპარატიდან მოდის და მესმის მექანიკის ხმა, მე ვგრძნობ სიკვდილის მოახლოებას და ღმერთის სუნთქვას. ახლა, როდესაც გვაქვს საკმარისი ფული, დროა, დავფიქრდეთ სხვა საკითხებზე, რომლებიც სიმდიდრესთან კავშირში არ არის…
ცხოვრებაში არსებობს გაცილებით მნიშვნელოვანი რამეები. შესაძლოა, ვიღაცისთვის ეს არის ურთიერთობები, ხელოვნება ან ბავშვური ოცნებები…
მუდმივი სწრაფვა იდეალურისკენ ადამიანს მარიონეტად აქცევს. მეც ეს დამემართა. ღმერთმა მოგვცა გრძნობის უნარი, რათა ახლობლებს სიყვარული ავუხსნათ.
სიმდიდრე, რომელიც მე მოვიპოვე, თან ვერ მიმაქვს. ერთადერთი, რასაც წავიღებ, მოგონებებია. აი, ნამდვილი სიმდიდრე, რომელიც სულ თან უნდა გსდევდეთ და რაც ძალას უნდა გაძლევდეთ.
სიყვარულს უზარმაზარი მანძილის გადალახვა შეუძლია. სიცოცხლეს არ აქვს საზღვარი. დაიპყარით სიმაღლეები, რომელთა დაპყრობაც გსურთ. წადით იქით, სადაც გული გეტყვით. ეს ყველაფერი თქვენს ხელშია.
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ ან რას მიაღწიეთ. ერთხელაც დადგება დღე, როდესაც ჩვენი – ყველას ღუზა ზღვაში ჩაეშვება…
თქვენი სიმდიდრე – ეს სიყვარულია ოჯახისადმი, რჩეულისადმი, ახლობლებისადმი, მეგობრებისადმი…
გაუფრთხილდით საკუთარ თავს. იზრუნეთ საყვარელ ადამიანებზე.“
მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტინა”