ადამიანის განვითარება განუყოფლად არის დაკავშირებული მზესთან. მზე ყველა ადამიანისთვის სიხარულის და სიცოცხლის სიმბოლოა და დიდ გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლაზე, სისხლის მიმოქცევაზე, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, ხსნის შინაგანი ორგანოების სპაზმებს. მზის სხივების უხილავ ულტრაიისფერ გამოსხივებას გააჩნია ბაქტერიოციდული ზემოქმედება, რომელიც იწვევს მიკრობული უჯრედების და ვირუსების სიკვვდილს. მისი ზემოქმედებით ორგანიზმი გამოიმუშავებს ვიტამინ D-ს, რომელიც აუცილებელია ზრდისთვის. დაბოლოს.. მზის აბაზანები ამაღლებს სიცოცხლის ტონუსსა და განწყობას. მზე – ეს არის ჩვენი ერთგული მეკავშირე სტრესებთან და ნერვულ დაავადებებთან ბრძოლაში.
თუმცა ამავე დროს მზეს შეუძლია ადამიანებზე მოახდილოს არასასურველი გავლენაც, თანაც ასეთ შემთხვევაში როგორც წესი, დამნაშავე ხშირად ადამიანია.
ყველაზე დიდ საფრთხეს ადამინის ჯანმრთელობისთვის წარმოადგენს მზის გამოსხივების ულტრაიისფერი ნაწილი, რომელიც უდიდეს ზემოქმედებას ახდენს ცოცხალ ორგანიზმზე. მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან დედამიწას იცავს სრატოსფერული ოზონი,რომელიც შეადგენს მისი სრულო რაოდენობის 90-96 %-ს .სამწუხაროდ, ადამიანების სამრეწველო მოღვაწეობის შედეგად ატმოსფეროში ხვდება ნივთიერებები, რომლებიც იწვევს ამ ოზონის თანდათან შემცირებას. ოზონის ფენის დარღვევა იწვევს მზის ულტრაიისფერი ნაკადის გაზრდას. მისი ბიოლოგიური ეფექტის გათვალისწინებით განიხილება სამი სახის ულტრაიისფერი გამოსხივება: UV-A,UV-B,UV-C.
ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშია UV-C, რადგან ის იწვევს უჯრედების სიკვდილს. საბედნიეროდ, ის მთლიანად შთაინთქმება ოზონის შრის მიერ და ვერ აღწევს ჩვენი პანეტის ზედაპირამდე. მაგრამ UV-C გამოსხივებას იძლევა ხელოვნური წყაროები – ელექტროშედუღება, ლაზერი, სოლარიუმი და ა.შ.
რაც შეეხება UV-B გამოსხივებას, ისიც ასევე შთაინთქმება ოზონის შრის მიერ და მხოლოდ მისი 6% აღწევს დედამიწის ზედაპირამდე. თუმცა ზუსტად იგი არის მიზეზი რიგი არასასურველი ეფექტებისა. მას გააჩნია ძლიერი ბიოლოგიური გავლენა და ამავე დროს ძლიერ მგრძნობიარეა ატმოსფეროი ოზონის შემცევლობის მიმართ.ყველა ცოცხალი არსების მნიშვნელოვანი კომპონენტი – ნუკლეინის მჟავები – შთანთქავენ გამოსხივებას სწორედ სპექტრის ამ უბანში, რაც შეეხება UV-A გამოსხივებას – ეს თითქმის არ კავდება ატმოსფეროში და მისი ეფექტი UV-B-სთან შედარებით გაცილებით მცირეა.
მასალა მოამზადა: თამარ ლეჟავამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნერთა დარბაზი ,,დოქტრინა”