მზის სისტემა პლუტონის პლანეტიდან ჯუჯაპლანეტად გადაფასების შემდეგ უცვლელი აღარაა.
შარშან კალიფორნიის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ჩვენს მზის სისტემაში მეცხრე პლანეტა არსებობს, რომელიც დედამიწაზე 10-ჯერ უფრო დიდი ზომისაა და ჩვენი მზის სისტემის მოძრავ ჩაღრმავებულებში იმალება.
„ახალი ექსცენტრიული KBO აღმოვაჩინეთ, რომელიც უნდა იყოს ის ადგილი, სადაც მე-9 პლანეტა მდებარეობს,“ – განაცხადა მეცნიერმა მაიკ ბრაუნმა.
მსგავსი აღმოჩენები გაკეთდა ახალ ჯუჯაპლანეტებთან მიმართებითაც. 530 კმ დიამეტრის 2014 UZ224-ს ორბიტის შესასრულებლად დაახლოებით 1,100 დედამიწის წელი სჭირდება.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩვენს მზის სისტემაში სხვა სიურპიზებიც არსებობს.
არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერებმა -კეტრინ ვოლკმა და რენიუ მალჰოტრამ კუიპერის სარტყელში უცნაური მოძრაობა შენიშნეს. მათი აზრით, ეს მოძრაობა მეათე პლანეტის არსებობის ვარაუდს აჩენდა.
კუპერის სარტყელში საგნები ჩვენი მზის სისტემის სხვა ძირითად სხეულებთან იმდენად დაშორებულია, რომ დიდი პლანეტების გრავიტაციული გავლენა მათზე გავლენას არ ახდენს. თუმცა მათი მოძრაობის წინასწარმეტყველება შესაძლებელია ცის კვლევებისა და მოწინავე ტექნოლოგიების წყალობით. ხოლო თუ ეს წინასწარმეტყველება შეუსაბამოა, ეს ნიშნავს, რომ სხვა ობიექტიც არსებობს – სხვა დიდი სხეული, რომლის სიმძიმის ძალაც კუპერის სარტყლის ობიექტების მოძრაობებზე ზეგავლენას ახდენს.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მეცხრე პლანეტა მზის გარშემო დაახლოებით 700 AU მანძილზე მოძრაობს. კეტრინ ვოლკისა და რენიუ მალჰოტრას მტკიცებით, მეათე პლანეტა მზესთან მეცხრე პლანეტასთან შედარებით ახლოს მდებარეობს (50 AU). მათივე აზრით, პლანეტა ზომის თვალსაზრისით მარსთანაა მიახლოებული.
თუმცა სხვა ასტრონავტები ამ ფაქტს სკეპტიკურად უყურებენ და აცხადებენ, რომ ამდენად ახლოს მდებარე და ასეთი კაშკაშა პლანეტა შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.
წყარო: http://www.sciencealert.com/
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”