close
ასტრონომია - კოსმოსი

Nasa-მ ასტეროიდიდან ჩამოტანილი ნიმუშები წარადგინა

NASA-ს მეცნიერებმა ასტეროიდ ბენუდან მიღებული ნიმუშების ანალიზი დაიწყეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სააგენტომ ასტეროიდის გრუნტის პირველი ფოტოებიც გაავრცელა. სპეციალისტებმა ტეხასში, სპეციალურ ლაბორატორიაში ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ ბენუს გრუნტი მდიდარია ნახშირბადისა და წყლის შემცველი მინერალებით.

არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტები სწორედ ბენუსნაირი ასტეროიდებმა მოიტანეს. მიღებული ნიმუშების დახმარებით სპეციალისტები ამ იდეებს გატესტავენ.

ზონდი OSIRIS-REx-ი დედამიწაზე 24 სექტემბერს, 7-წლიანი მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა. მან შეაგროვა ნიმუშები ასტეროიდზე ბენუ, რომელიც 4,5 მილიარდი წლისაა. ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც მეცნიერებმა ასტეროიდის ნაწილაკების დედამიწაზე ჩამოტანა შეძლეს. ისინი ვარაუდობენ, რომ ასტეროიდის ნიმუშის სამეცნიერო ანალიზით, პლანეტების ფორმირებისა და დედამიწაზე ორგანული სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებენ.

დედამიწაზე ასტეროიდიდან ნიმუშების ჩამოტანაში NASA-ს Queen-ის გიტარისტი ბრაიან მეი დაეხმარა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0