Nasa-ს ზონდმა „ფსიქე“ დედამიწა დატოვა და მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ობიექტისკენ – ამავე სახელწოდების ასტეროიდისკენ მიემართება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ფსიქე ლითონის სამყაროს წარმოადგენს და ტელესკოპით დაკვირვებით მიღებული მონაცემებით, 60% რკინისა და ნიკელისგან შედგება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასტეროიდი პლანეტის მსგავსი ობიექტის ბირთვის ნარჩენია, რომელსაც გარე შრეები ჩამოშორდა.
ფსიქე (Nasa)
ფსიქე მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის მდებარეობს. ზონდს მისკენ მისასვლელად 3,5 მილიარდი კილომეტრის გავლა მოუწევს და ამ მანძილს ის 2029 წლის აგვისტოში დაფარავს. მისი მიზანი ასტეროიდის რუკის შედგენა და მისი შემდგენლობის დადგენა იქნება.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: