NASA-ს ავტომატურმა პლანეტათაშორისო სადგურმა Juno იუპიტერის თანამგზავრს, განიმედეს ახალი ფოტოები გადაიღო.
ბოლო 20 წლის განმავლობაში Juno განიმედეს ყველაზე ახლოს მიუახლოვდა. ფოტოზე დეტალურად ჩანს მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტის თანამგზავრის კრატერები, ნათელი და ბნელი ადგილები. NASA-ში აცხადებენ, რომ ფოტოების გაანალიზების შემდეგ მიღწეულ შედეგებზე საზოგადოებას ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდიან.
განიმედე ერთადერთი თანამგზავრია მზის სისტემაში, რომელიც პლანეტაზე (მერკურიზე) დიდია.
Juno-მ სტარტი 2011 წლის 5 აგვისტოს აიღო. მისი ამოცანა იუპიტერის შესწავლაა.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: