აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ მთვარეზე პირველი პილოტირებული მისიის Artemis II-ს გაშვება 2025 წლის სექტემბრამდე გადადო. ამის შესახებ Associated Press-ი წერს,
გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი ტექნიკური პრობლემები გახდა. ამასთან, ასევე 1 წლით გადაიდო შემდეგი მისია Artemis III-ც, რომლის ფარგლებში 50-ზე მეტი წლის განმავლობაში პირველად, მთვარეზე ადამიანები უნდა დაესვათ.
ორივე მისია მას შემდეგ გადაიდო, რაც ცნობილი გახდა, რომ მოდული „პერეგრინი“, რომელიც მთვარისკენ გაუშვეს, საწვავის დაკარგვის გამო თავის მისიას ვერ ასრულებს.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”
გაზიარება: