NASA-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მათი ასტრონავტების მთვარეზე გასაყვან რაკეტას კომპანია SpaceX ააგებს.
2020 წელს, NASA-მ სამ კერძო კომპანიას შესთავაზა კონტრაქტი. ეს კომპანიები SpaceX, Dynetics და Blue Origin (რომლის დამფუძნებელი Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსია) იყო. მათი მოვალეობა ინოვაციური დაშვების სისტემის შექმნა იყო, რომელსაც პროგრამა Artemis-ის ფარგლებში NASA გამოიყენებდა და ასტრონავტებს მთვარის ზედაპირზე უსაფრთხოდ დააფრენდა.
ამ კვირას, 16 აპრილს, NASA-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ SpaceX-ის რაკეტა Starship-მა დანარჩენ ორ კონკურენტს აჯობა, რის შემდეგაც კომპანიამ NASA-სთან 2,9 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა.
გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ინტეგრირებული „ადამიანების დაშვების სისტემა“ (HLS) SpaceX-ს უნდა შეექმნა. გვჯერა, რომ NASA-სთან პარტნიორობით SpaceX-ს მისია Artemis-ის მისიის სრულყოფაში დაგვეხმარება… და მოვემზადებით უფრო დიდი ნახტომისთვის – მარსზე დაჯდომისთვის. – ლისა უოტსონ-მორგანი, HLS-ის პროგრამის მენეჯერი
პროგრამა Artemis-ის ფარგლებში, NASA ისტორიაში პირველად ქალსა და ფერადკანიან ადამიანს გაამგზავრებს მთვარეზე. ეს კი 1972 წლის შემდეგ ადამიანების პირველი ვიზიტი იქნება მთვარეზე.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა