პირველად ისტორიაში, დედამიწაზე ასტეროიდის გრუნტი ჩამოიტანეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ასტეროიდ „ბანუს“ ნიადაგის ნაწილი პლანეტაზე NASA-ს ზონდის „ოსირის რექსის“ მეშვეობით ჩამოიტანეს. ზონდმა ნიმუშები 2020 წელს შეაგროვა. ზონდის კაფსულა იუტას შტატის სამხედრო პოლიგონზე გუშინ დასვეს, დღეს კი სამეცნიერო ანალიზისთვის, ჰიუსტონში, NASA-ს ცენტრში გადაიტანენ.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასტეროიდის ნიმუშის სამეცნიერო ანალიზით, პლანეტების ფორმირებისა და დედამიწაზე ორგანული სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებენ.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: