close
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-ს მავალმა მარსზე უცნაური კარის ფორმის სტრუქტურა დააფიქსირა

NASA-ს მიერ წითელ პლანეტაზე განთავსებული მარსმავალი დედამიწაზე აგზავნის ფოტომასალასა და მონაცემებს, რაც ამ პლანეტის უკეთ გამოკვლევაში გვეხმარება. 7 მაისს, აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე კლდეში შეჭრილ უცნაურ სტრუქტურას მიაკვლია, რომელიც კარს ჰგავს. ერთი შეხედვით, უცხოპლანეტელების ცივილიზაციის ნამოქმედარი გვეგონება, თუმცა აღმოჩენას სხვა ახსნებიც აქვს.
ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, საქმე შესაძლოა გვქონდეს ბუნებრივ გეოლოგიურ პროცესთან, კლდის შემადგენელი ქანის დანაწევრებასთან. არ არის გამორიცხული ფოტოზე ასახული ფორმის წარმომქმნელი მიწისძვრა ყოფილიყო, რომელიც NASA-ს აპარატმა მიმდინარე წლის 4 მაისს დააფიქსირა.
გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ფოტო ზუსტად არ გვაძლევს ინფორმაციას უცნაური ფორმის სიდიდის შესახებ. ფოტო მოახლოებულია და შესაძლოა, მასზე გამოსახული სტრუქტურა მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი სიგრძის იყოს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0