კოსმოსური ტექნოლოგიური კომპანია Techshot-ი NASA-სთან ერთად ბიოლოგიური 3D პრინტერის შექმნაზე მუშაობს. მოწყობილობის მეშვეობით საერთაშორიო კოსმოსურ სდაგურზე ადამიანის გულის დაბეჭდვაა დაგეგმილი. ამის შესახებ BBC წერს.
მეცნიერებს აინტერესებთ, რამდენად გამართულად შეძლებს 3D პრინტერი უწონადობაში გულის ქსოვილების ბეჭდვაზე მუშაობას.
ექსპერიმენტის წარმატების შეთხვევაში ათასობით ადამიანი, რომელიც ორგანოთა დონორების არასაკმარისი რაოდენობის გამო იღუპება, გადარჩება.
ადამიანის ორგანოების 3D პრინტერით ლაბორატორიაში დაბეჭდვის მცდელობა მეცნიერებს აქამდეც ჰქონიათ, თუმცა დაბეჭდვის შემდეგ ორგანო საკუთარ წონას ვერ უძლებს და იშლება.
2017 წელს გულის დონორების არასაკმარისი რაოდენობის გამო მსოფლიოში დაახლოებით 7,600 ადამიანი დაიღუპა.
გაზიარება: