close
ასტრონომია - კოსმოსივიდეო

NASA-მ მარსის ხმის პირველი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა

„ნასას“ რობოტმა InSight-მა დედამიწას ისტორიული აუდიოჩანაწერი გამოუგზავნა. ეს არის მარსის ქარის ხმა, რომელიც წითელ პლანეტაზე, დაახლოებით, 20-25 კილომეტრი საათში სიჩქარით ქრის.

ჩანაწერი NASA-ს ლაბორატორიის ოფიციალურ YouTube-არხზე გამოქვეყნდა.

კვლევით სადგურზე სეისმოგრაფმა მზის პანელების რხევა დააფიქსირა. თავიდან ხმები არ ისმოდა და სპეციალისტებმა თვალსაჩინოებისთვის სიხშირე 2 ოქტავით გააძლიერეს.

ქარი სხვა ხელსაწყომ – ჰაერის წნევის სენსორმაც დააფიქსირა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0