,,ნასამ” ახალი კოსმოსური მისია – InSight-ი დაიწყო, რომლის მიზანი მარსის ინტერიერის გამოკვლევაა.
ლენდერი წითელი პლანეტის ზედაპირზე სეისმომეტრებს განათავსებს, რათა მარსზე არსებული ბიძგები გამოავლინოს და ამ გზით მისი გეოლოგია და შიდაწყობა გამოიკვლიოს.
InSight-ით კოსმოსში რაკეტა ,,ატლას 5″-ით გადაიტანეს, რომელიც კალიფორნიის ვანდენბერგის საჰაერო ძალების ბაზიდან შაბათს გაუშვეს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ InSight-ი წელიწადში 3 მაგნიტუდზე ნაკლები სიმძლავრის ათეულობით ბიძგს გამოავლენს. სეისმომეტრები ფრანგმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა შექმნეს.
,,დედამიწაზე მიწისძვრა ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. არ ვფიქრობთ, რომ ტექტონიკური პროცესები მარსზე აქტიურია, თუმცა ზუსტად არ ვიცით, ასე რომ, სეისმური ნიმუშის მოპოვება საჭირო ინფორმაციის მიღებაში დაგვეხმარება,”- აცხადებენ პროექტში ჩართული მეცნიერები.
მკვლევარებმა მიიჩნევენ, რომ მარსს ოდესღაც ჰქონდა თხევადი ბირთვი ჰქონდა, რასაც იქ წარმოქმნილი მაგნეტიზმი ამტკიცებს. InSight-ის რადიოაღჭურვილობის საშუალებით, მეცნიერებს სურთ დაადგინონ, არსებობს თუ არა ამ უძველესი სითხის კვალი წითელ პლანეტაზე.
,,თუ მოუხარშავ და მოხარშულ კვერცხს აიღებთ და გაარყევთ, ისინი სხვადასხვაგვარად იმოძრავებენ შიგნით სითხის სხვადასხვაგვარი გადანაწილების გამო. თუკი კოსმოსური ხომალდით სრულყოფილ გამოკვლევას ჩავატარებთ, დავადგენთ, როგორ ირხევა წითელი პლანეტა, რაც მარსის ბირთვის შესახებ ბევრ ინფორმაციას მოგვაწვდის,” – აცხადებენ მეცნიერები.
მანამდე კი, ,,InSight-ს“ წინ 6 თვის გზა აქვს 26 ნოემბრამდე, ანუ სანამ ,,ნასას” მარს ლენდერი წითელ პლანეტამდე მიაღწევს.
წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“