close

ასტრონავტები ენ მაკლეინი და კრისტინა კოხი მონაწილეობას მიიღებენ მისიაში, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს იქნება პირველი კოსმოსური მისია, რომელშიც მხოლოდ ქალები მიიღებენ მონაწილეობას. მაკლეინი და კოხი ღია კოსმოსში გავლენ იმისათვის, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მზის ბატარეები შეცვალონ. ამავე დროს, დედამიწიდან მისიის ხელმძღვანელობას მერი ლოურენი განახორციელებს, მართვის პულტთან კი კიდევ ერთი ქალი- ჯეკი კეიგი იქნება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური
საერთაშორისო კოსმოსური სადგური

ენ მაკლეინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2018 წლის დეკემბრიდან იმყოფება. კრისტინა კოხი მას 14 მარტს შეუერთდება. ასტრონავტების ღია კოსმოსში გასვლა 29 მარტს იგეგმება. 39 წლის მაკლეინს სამი დიპლომი აქვს. აშშ-ს სამხედრო აკადემიაში ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობას დაეუფლა, შემდეგ მაგისტრატურა ინგლისში, ბათის უნივერსიტეტში დაამთავრა. ასევე ბრიტანეთში, ბრისტოლის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის დიპლომი სპეციალობით “საერთაშორისო უსაფრთხოება”.15 თვის განმავლობაში მაკლეინი ერაყში ვერტმფრენის პილოტი იყო.

ენ მაკლეინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში
ენ მაკლეინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში

40 წლის კრისტინა კოხი ფიზიკოსია. 2004-დან 2007 წლამდე კოხი NASA-ში ანტარქტიდის შესწავლის პროგრამაში მონაწილეობდა და ერთი ზამთარი მსოფლიოს ყველაზე ცივ კონტინენტზე გაატარა. მის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტები რამდენიმე კოსმოსური მისიაში გამოიყენეს.

კრისტინა კოხი
კრისტინა კოხი

პირველი ქალი, რომელიც კოსმოსში 1963 წელს მოხვდა, საბჭოთა კოსმონავტი ვალენტინა ტერეშკოვაა. პირველი ამერიკელი ქალი კოსმოსში სალი რაიდი იყო. მისი მისია 1983 წელს შესრულდა.

გაზიარება:
fb-share-icon0